ვიდეოქართველები უცხოეთშისაბერძნეთი

უმძიმესი ავარია საბერძნეთში – 3 წლის ქართველი ბავშვი რეანიმაციაში მოათავსეს (ვიდეო)

საბერძნეთიდან ქართველი ემიგრანტები მძიმე ავარიის შესახებ იტყობინებიან. ბერძნული მედიის ცნობით, ქართველი ემიგრანტის ქალიშვილი ავარიაში მოყვა.

დაშავებული გოგონას დედა წარმოშობით ზუგდიდელია და წლებია იქ ცხოვრობს. სამი წლის ლილეს და მის თანმხლებ ქალს მოტოციკლი დაეჯახათ.

მომხდარი ავარიის შედეგად სამი წლის გოგონა რეანიმაციაში გადაიყვანეს.

„ყველაფერი კარგად იქნება, ჩემო ანგელოზო! შენ გაიმარჯვებ! შენი მშობლები საუკეთესო ადამიანები არიან და ღმერთი არ გასწირავს არც მათ და არც შენ!

ჩემო თოჯინა, შენ ძალიან მალე გამოჯანმრთელდები და ეს ყველაფერი ერთი ცუდი სიზმარივით ჩაივლის…

შენი იმედი გვაქვს, უფალო!“ – წერს ემიგრანტი ქალი სოციალურ ქსელში.

primetime.ge

ბერძნული მედიის ცნობით, შემთხვევა კიფისიასის პროსპექტზე მოხდა. 70 წლის ძიძა ქუჩის გადაკვეთას ცდილობდა 3 წლის გოგონასთან ერთად იმ ადგილას, სადაც გადასასვლელი და შუქნიშანი არ არის. გზის შუა ზოლში მათ მოტოციკლი დაეჯახა. ქალი „ევანგელისმოსის“ საავადმყოფოში გადაიყვანეს, გოგონა – ბავშვთა საავადმყოფოს ინტენსიურ განყოფილებაში მოათავსეს. ΕΚΑΒ-ის სასწრაფო დახმარების მოსვლისას ორივე დაშავებული – ქალიც და ბავშვიც გონებაზე იყვნენ.

მედიის ცნობით, გოგონას დაზიანებები მთელ სხეულზე აღენიშნება და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია. ბავშვის მშობლები მის გვერდით არიან.

ინციდენტის ადგილზე საგზაო პოლიციის ეკიპაჟი მივიდა. 35 წლის კურიერი, რომელიც მოტოციკლით მოძრაობდა, დაკავებულია. მიმდინარეობს გამოძიება.

ვიდეოკამერის ჩანაწერში ჩანს, როგორ ეჯახება დაბალი სიჩქარით მოძრავი მოტოციკლი ქალს და ბავშვს და ასფალტზე აგდებს.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close