ხუთშაბათს, 2 ივნისს გამოქვეყნებული მოხსენების თანახმად, ესპანეთის კათოლიკურმა ეკლესიამ სექსუალური ძალადობის 927 არასრულწლოვანი მსხვერპლის ჩვენება შეკრიბა.
ესპანეთის ეპისკოპოსთა კონფერენციის (CEE) საზოგადოებასთან კომუნიკაციის დირექტორმა, მამა ხოსე გაბრიელ ვერა ბეორლეგიმ წარმოადგინა მოხსენება, რათა ეკლესიის 728 წევრის საქმეებისთვის „ნათელი მოეფინა“.
ყველაზე ძველი საქმეები გასული საუკუნის 40-იანი წლებით თარიღდება და ბრალდებული მღვდლების თითქმის მესამედი უკვე გარდაცვლილია. მამა ვერა ბეორლეგუმ განმარტა, რომ „ამჟამად მიმდინარეობს 199 ჩვენების გამოკვლევა, რათა პასტორალური ან სასამართლო პროცესი დასრულდეს“.
აპრილის ბოლოს ესპანურმა გაზეთმა „ელ პაისმა“ გახსნა გარდაცვლილი ესპანელი მღვდლის, ალფონსო პედრახასის საქმე. მის დღიურში არსებული ჩანაწერებიდან დგინდება, რომ პედრახასმა 80-ზე მეტი არასრულწლოვანი გააუპატიურა ბოლივიაში, სადაც ის 1970-იანი წლების დასაწყისში ჩავიდა. მისი მსხვერპლნი, ძირითადად, ახალგაზრდა ბიჭები არიან.
კომენტარები