ქართველები უცხოეთშისპორტი

გიორგი შერმადინმა ესპანეთის ჩემპიონატის MVP-ის წოდება კარიერაში მეორედ მოიპოვა (ვიდეო)

შერმადინს ჯილდო თვითმფრინავში ყოფნის დროს გადასცეს, საკუთარი წარმატების შესახებ მან პილოტისგან გაიგო

„ტენერიფესა“ და საქართველოს ეროვნული ნაკრების ცენტრი გიორგი შერმადინი ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატის 2022/23 წლის სეზონის MVP-ი გახდა.

შერმადინი საუკეთესოდ გულშემატკივრებმა, მწვრთნელებმა, ჟურნალისტებმა და მოთამაშეებმა აირჩიეს, ჯამში მან 88.6 ქულა მოაგროვა. აღნიშნული ჯილდო ქართველმა კარიერაში მეორედ მოიპოვა და ისეთ მოთამაშეებს გაუთანაბრდა, როგორებიც – არვიდას საბონისი, ლუის სკოლა, ნიკოლა მიროტიჩი, ტანოკა ბერდი და ფელიპე რეიესი არიან.

ლიგა ენდესამ ქართველს სპეციალური ჯილდო თვითმფრინავში ყოფნის დროს გადასცა, მიღწევის შესახებ შერმადინმა პილოტისგან გაიგო. ის სეზონის განმავლობაში საშუალოდ 14.4 ქულას, 5.4 მოხსნასა და 1.2 შედეგიან გადაცემას აგროვებდა.

MVP-ის ტიტულის გარდა გიორგი ლიგის საუკეთესო ხუთეულშიც აირჩიეს. მასთან ერთად წლის გუნდში დარიუს ტომფსონი, მარკუს ჰოვარდი (ორივე „ბასკონია“), ძანან მუსა და ედი ტავარესი (ორივე მადრიდის „რეალი“) მოხვდნენ.

1tv.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close