დასაქმებასაბერძნეთი

საბერძნეთი: მიკონოსზე სასუვლაკე თანამშრომელს ეძებს და მინიმუმ 3600 ევროს სთავაზობს თვეში

ზაფხული კარს მოგვადგა და საბერძნეთის კუნძულებზე ტურისტების განსაკუთრებულ მოზღვავებას ისევ ელოდებიან, როგორც შარშან. ამის შესახებ ბერძნული მედია წერს.

ტურისტული ობიექტების, მაღაზიების, რესტორნების თუ კაფე-ბარების მფლობელები გაცხოველებულად ემზადებიან ტურისტული სეზონის შესახვედრად და თანამშრომლებს ეძებენ თავიანთი კადრების შესავსებად, რომ სტუმრების დიდ ნაკადებს სათანადო მომსახურება გაუწიონ. ზოგიერთ შემთხვევაში ობიექტების მფლობელები საკმაოდ მაღალანაზღაურებად სამუშაოს ჰპირდებიან მომავალ პოტენციურ თანამშრომლებს (ცხადია, დატვირთვაც შესაბამისი იქნება).

ერთ-ერთი მათგანია სტეიკჰაუსი (სასუვლაკე/σουβλατζίδικο) კუნძულ მიკონოსზე.

გამოქვეყნებული ვაკანსიის აღწერის თანახმად, სჭირდებათ შემფუთველი (τυλιχτή) მინიმალური – 24-თვიანი სამუშაო გამოცდილებით. ანაზღაურება 3600 ევროა თვეში (10 ევრო საათში), თუმცა აქვე აღნიშნულია, რომ ხელფასის საკითხი „ღიაა“, რაც ნიშნავს, რომ სხვა (უფრო დიდ) თანხაზე დალაპარაკება და შეთანხმებაც შეიძლება.

ნინო ბაჯელიძე

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close