აშშ-ში გასული წლის 27 ივლისს 17 წლის გევინ გუფიმ თავის უმცროსს ძმას და მეგობრებს შეტყობინება გაუგზავნა – მხოლოდ გულის ემოჯი. ამის შემდეგ კი საკუთარ სახლში მამის იარაღით თავი მოიკლა.
როგორც გამოძიებით გაირკვა, ამის მიზეზი სექსუალური გამომძალველების ქმედებები გახდა. გევინს ეგონა, რომ სოციალური ქსელით გოგონას ემესიჯებოდა, რომელმაც საკუთარი შიშველი ფოტოები გაუგზავნა და გევინსაც იმავეს გაკეთება სთხოვა. გევინმაც გაუგზავნა მას თავისი შიშველი ფოტოები. ამის შემდეგ თაღლითები მას დაემუქრნენ, რომ თუ გევინი მათ ფულს არ გადაურიცხავდა, ამ ფოტოებს ინტერნეტში გაუვრცელებდნენ.
როგორც FBI აღნიშნავს, მომხდართან დაკავშირებით ჯერ არავინ დაუკავებიათ და საქმე ჯერ კიდევ გამოძიების პროცესშია, თუმცა ეს არ არის მსგავსი თაღლითობის პირველი და უკანასკნელი შემთხვევა, რომლებიც აშშ-ში ხდება და რომელთა გამოც უამრავი მოზარდი საფრთხის წინაშეა.
FBI-ს მონაცემების მიხედვით, 2022 წელს აშშ-ში მსგავსი სექსუალური გამომძალველობის 7 000 შემთხვევა დაფიქსირდა, რომელთა უმეტესობაც მოზარდ ბიჭებს ეხებოდა. ბევრმა მათგანმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.
სცენარი ასეთია – თაღლითები მოზარდ ბიჭებს აჯერებენ, რომ გოგონები არიან და საუბრის დროს მათ სექსუალური ხასიათის ფოტოებს სთხოვენ. შემდეგ კი, თანხის გამოძალვის მიზნით, სწორედ ამ ფოტოების გავრცელებით ემუქრებიან.
გევინის მამა, ბრენდონ გაფი აშშ-ის სახელმწიფო პალატის წარმომადგენელია, რომელიც ამ შემთხვევის შემდეგ ცდილობს, რომ მსგავსი სექსუალური გამომძალველობა კანონით დასჯადი გახდეს. მან და მისმა მომხრე კანონმდებლებმა უკვე წარადგინეს შესაბამისი კანონმდებლობა, რომელსაც „გევინის კანონი“ ჰქვია და რომელიც განხილვის მოლოდინშია.
ipress.ge
კომენტარები