რას არ გაიგებ/ფაქტებისაზოგადოება

სასამართლომ სპერმის დონორობა აუკრძალა მუსიკოსს, რომელიც 600-მდე შვილის მამა გახდა

ნიდერლანდებში სასამართლომ 41 წლის მუსიკოს ჯონათან მეიერს დონორული სპერმის ჩაბარება აუკრძალა. ამის შესახებ Independent-ი წერს.

გამოცემის ინფორმაციით, კაცი სავარაუდოდ 500-600 ბავშვის მამა გახდა, რომლებიც სხვადასხვა ქვეყანაში ცხოვრობენ. სამოქალაქო სარჩელი სასამართლოში საზოგადოებრივმა ორგანიზაციამ და ერთ-ერთი ბავშვის დედამ შეიტანეს.

მოსამართლემ განაცხადა, რომ მეიერი საკუთარი დონორობის ჭეშმარიტ მასშტაბებს მალავდა და სპერმის ბანკებს ატყუებდა.

„ახლა ყველა მშობელი იმ ფაქტის წინაშე აღმოჩნდა, რომ მათი ბავშვები უზარმაზარი ოჯახის ნაწილები არიან, სადაც ასობით და-ძმა ჰყავთ, რომლებიც არ აურჩევიათ“, – აღნიშნულია სასამართლოს განჩინებაში.

მოსამართლემ ასევე აღნიშნა, რომ მეიერის ქმედებებს შესაძლოა ნეგატიური ფსიქოსოციალური შედეგები მოჰყვეს, რადგან დონორობის მსგავსი მასშტაბები დიდ რისკებთან არის დაკავშირებული – და-ძმებმა შესაძლოა ერთმანეთთან წყვილები შექმნან ისე, რომ საკუთარი ნათესავური კავშირის შესახებ არაფერი ეცოდინებათ.

ახლა მეიერს მოუწევს სპერმის ყველა იმ ბანკთან დაკავშირება, რომლებთანაც თანამშრომლობდა და მისი ბიომასალის ყველა ნიმუშის განადგურების მოთხოვა. ამასთან, თუ მუსიკოსი სპერმის ჩაბარებას განაგრძობს, მას ყოველ ჯერზე 100 ათასი ევროთი დააჯარიმებენ.

პირველად მეიერმა საზოგადოების ყურადღება 2017 წელს მიიპყრო, როდესაც მას სპერმის ჩაბარება ნიდერლანდების მეან-გინეკოლოგიის საზოგადოებამ აუკრძალა. ამის შემდეგ მუსიკოსმა სპერმის საერთაშორისო ბანკებში ჩაბარება და ფსევდონიმების გამოყენება დაიწყო. ნიდერლანდების კანონმდებლობის მიხედვით, სპერმის ერთ დონორზე ბავშვების მაქსიმალური რაოდენობა 25-ს შეადგენს, განაყოფიერებული დედებისა კი 12-ს. ახლა ნიდერლანდებში სპერმის დონორთა ეროვნული რეესტრის შექმნას გეგმავენ, რათა მომავალში მსგავსი შემთხვევების პრევენცია მოხერხდეს,

imedinews.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close