იტალიაკრიმინალი

იტალიაში ზღვაში მოტივტივე 400 მილიონი ევროს ღირებულების კოკაინი იპოვეს

კატანიის Guardia di Finanza-მ 2 ტონამდე კოკაინი ამოიღო, რომლის საბაზრო ღირებულება 400 მლნ ევროა ($440 მილიონი დოლარი). კოკაინი კუნძულ სიცილიის აღმოსავლეთ სანაპიროსთან, ხმელთაშუა ზღვაში იპოვეს მოტივტივე პაკეტების სახით. წყალში კოკაინის შეკვრები იტალიის პოლიციამ საპატრულო ფრენის დროს შეამჩნია. ამის შესახებ იტალიური მედია წერს.

პოლიციის ცნობით, ნარკოტიკები საგულდაგულოდ იყო შეფუთული 70 წყალგამძლე მასალაში, მოზრდილი შეკვრები ერთმანეთს ბადეებით უკავშირდებოდა და აღჭურვილი იყო მანათობელი სასიგნალო განათების მოწყობილობით. პოლიციის ვერსიით, კოკაინის შეფუთვები გადამზიდმა ნავებმა სპეციალურად დატოვეს წყალში, რათა ისინი ნარკომოვაჭრეებს შემდეგ ნაპირზე გაეტანათ, სავარაუდოდ, ღამით.

ნარკოტიკი 1600 შეფუთვაში იყო განაწილებული და მათი საერთო წონა 2 ტონას აღწევდა. ეს არის ნარკოტიკების ერთ-ერთი უდიდესი პარტია, რომელიც კი იტალიის პოლიციას ქვეყანაში ამოუღია. გამომძიებელთა შეფასებით, მისი რეალიზაციის შემთხვევაში ნარკომოვაჭრეები 400 მლნ ევროს მიიღებდნენ.

პოლიციის ინფორმაციით, ზღვაში ოპერაცია გრძელდება ნარკოტიკების სხვა მცურავი პაკეტების აღმოსაჩენად.

ნინო ხოშტარია

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close