ჰოროსკოპი

კვირის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის, 17-23 აპრილი

ამ კვირაში კონსერვატიზმი და სიმშვიდე იქნება მთელი შვიდი დღის ფუნდამენტური ნიშნები და ამით ღირს სარგებლობა! შრომით და ძალისხმევით შეძლებთ დაასრულოთ თქვენი ყველა უსიამოვნება, აღმოფხვრათ უთანხმოება ოჯახის წევრებთან და დრო დაუთმოთ პირად შემოქმედებას, სადაც დიდი წარმატება გარანტირებული გაქვთ, მაგრამ მხოლოდ ერთი მნიშვნელოვანი პირობით – ნუ იჩქარებთ! საერთოდ, კარგი იქნება, თუ ამ კვირაში ნაჩქარევ გადაწყვეტილებებს არ მიიღებთ. საკუთარი თავის რწმენა თუ გექნებათ, ვარსკვლავებიც არ დააყოვნებენ დახმარებას.

 

ვერძი

ემოციურად რთული კვირა იქნება. განსაკუთრებით ფრთხილად იყავით გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას. შესაძლოა, მათგან რომელიმე შეეცადოს კონფლიქტში ჩაგითრიოთ. ვარსკვლავების გავლენის გამო პროფესიულ სფეროში ბევრ თქვენგანს გაუმართლებს. პირად ცხოვრებაში შეიძლება კარგი შანსი გქონდეთ, რამე შეცვალოთ და შეეცადეთ, ეს მომენტი გამოიყენოთ. თუ საშუალება გექნებათ, გული გაუხსნათ საყვარელ ადამიანს, თავისუფლად გამოხატეთ თქვენი გრძნობები. კვირის ბოლოს შეეცადეთ, ემოციურად განიტვირთოთ და მშვიდ გარემოში დაისვენოთ.

სასიკეთო დღეები: 17, 22

არასასიკეთო დღე: 18

 

კურო

არსებობს შესაძლებლობა, რომ ამ კვირაში დელიკატურ სიტუაციაში შეცდომა დაუშვათ. არ ინერვიულოთ, ყურადღებით იყავით და, რაც მთავარია, შეეცადეთ ფრთხილი გონივრულობა გამოიჩინოთ როგორც პროფესიულ, ისე პირად ცხოვრებაში. თქვენი მონდომება დაფასდება და მომავალში გამოგადგებათ. თვალი მიადევნეთ თქვენ ირგვლივ მიმდინარე პროცესებს და ყველა შემთხვევა გამოიყენეთ თქვენი გამოცდილებისა და ცოდნის გასამდიდრებლად. შაბათ-კვირას დაისვენეთ და სამუშაოზე ფიქრით არ დაიტვირთოთ თავი.

სასიკეთო დღეები: 19, 20.
არასასიკეთო დღე: 21.

 

ტყუპი

ამ კვირაში საყვარელი ადამიანისგან სასიამოვნო მოვლენები და რომანტიკული სიურპრიზები გელოდებათ. ყველა საკამათო საკითხი თქვენ სასარგებლოდ გადაწყდება. სამსახურში კომფორტული საქმიანი გარემო იქნება და თქვენი საუკეთესო პროფესიული თვისებების გამოვლენას შეძლებთ. შუა კვირაში შესაძლოა მცირე მოგზაურობამ მოგიწიოთ, რაც განწყობას აგიმაღლებთ. ზოგადად, ნებისმიერი მოგზაურობა თქვენს ცხოვრებას მრავალფეროვნებას შემატებს და სარგებელს მოგიტანთ. შაბათ-კვირას მშობლებთან ურთიერთობისთვის გამონახეთ დრო, ისინი ძალიან კარგი რჩევას მოგცემენ.

სასიკეთო დღეები: 18, 21.
არასასიკეთო დღე: 19.

 

კირჩხიბი

ორშაბათს შესაძლოა არასწორი ინფორმაცია მოგაწოდონ – ფრთხილად იყავით! მათ, ვინც ამ კვირაში სახლიდან შორს იქნება, უმჯობესია, თავი აარიდონ უცნობ კომპანიებს. პროფესიულ ცხოვრებაში ნუ იკისრებთ ისეთ ვალდებულებებს, რომლესაც ვერ დაძლევთ, მით უმეტეს, რომ ამ კვირაში ბევრი თქვენგანი ძალიან დატვირთული იქნება. ახლა მნიშვნელოვანი ძალისხმევა გჭირდებათ იმისათვის, რომ მნიშვნელოვანი პროექტი დაასრულოთ და სამსახურში საკუთარი შესაძლებლობები დაამტკიცოთ. ნუ მისცემთ საყვარელ ადამიანებს დაპირებებს, რომლებსაც ვერ შეასრულებთ. შაბათ-კვირას შეეცადეთ, დრო მეგობრებთან ერთად გაატაროთ და კარგად დაისვენოთ.

სასიკეთო დღეები: 18, 20.
არასასიკეთო დღე: 17.

 

ლომი

ამ კვირის მოვლენებმა შესაძლოა ლომის ნიშნის წარმომადგენელთა შორის იმედგაცრუება გამოიწვიოს, თუმცა ინდივიდუალური წარუმატებლობის შემთხვევაში არ იდარდოთ, რადგან ეს მხოლოდ დროებითი იმედგაცრუება იქნება. სამშაბათს საკმაოდ დატვირთული და დაძაბული სამუშაო დღე გელოდებათ. ოთხშაბათს პარტნიორებისა და კოლეგების მეგობრული რჩევები დაგეხმარებათ პრობლემის გონივრულ გადაწყვეტაში. პარასკევს თავისუფლად აიღეთ ყველაზე რთული საქმეები, რადგან ვარსკვლავები მომავალ კვირაში წარმატებას გიწინასწარმეტყველებენ როგორც პირად, ისე პროფესიულ ცხოვრებაში. შაბათი უკეთესია სახლში გაატაროთ. კვირას სიურპრიზი გელოდებათ.

სასიკეთო დღეები: 20, 23.
არასასიკეთო დღე: 19.

 

ქალწული

ამ კვირაში განსაკუთრებით იქნებით ჩართული ჩვეულ, რუტინულ სამუშაოებში, მაგრამ ძალიან მალე ბედი გათვლილ რისკზე წასვლას შემოთავაზებთ და წარმატების მიღწევაში დაგეხმარებათ. სამსახურში დაგროვდა კითხვები, რომელთა გადაჭრაც მხოლოდ თქვენ შეგიძლიათ, მაგრამ ყველაფერს საკუთარ თავზე ნუ აიღებთ, ასისტენტი მოძებნეთ. ძალიან მნიშვნელოვანია პრიორიტეტების სწორად განსაზღვრა, ამოცანების განსაზღვრა და სამოქმედო გეგმის შედგენა. პრობლემების გადაჭრისას საყვარელი ადამიანების ინტერესებიც არ დაივიწყოთ.

სასიკეთო დღეები: 19, 23.
არასასიკეთო დღე: 18.

 

სასწორი

თქვენი წარმატებები ამ კვირაში მიღებული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების უნარზე იქნება დამოკიდებული. ხელმძღვანელობა მიზნის მიღწევაში დაგეხმარებათ, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მისი განხორციელების შესაძლებლობაში დაარწმუნებთ. უფრო მგრძნობიარე გახდებით ირგვლივ მყოფთა აზრების მიმართ. წარსულს ნუ მიეჯაჭვებით, ჯობს სიახლეები ეძებოთ, განსაკუთრებით პირად ცხოვრებაში. პარასკევს ფრთხილად იყავით გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას, ნუ გამოიწვევთ კონფლიქტურ სიტუაციას. თქვენი სიმშვიდე თქვენი გამარჯვების საწინდარი იქნება. შაბათ-კვირას უფრო მეტად იზრუნეთ ახლობლებზე.

სასიკეთო დღეები: 19, 22.
არასასიკეთო დღე: 20.

 

მორიელი

დროა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღოთ და თქვენი ცხოვრება უკეთესობისკენ შეცვალოთ. ვარსკვლავები გირჩევენ, ყურადღებით მოისმინოთ საყვარელი ადამიანის აზრები. პირადი სფერო, სიყვარული და ზრუნვა თქვენთვის ახლა ძალიან მნიშვნელოვანია. მოიშორეთ ყველაფერი ძველი და არასაჭირო. ამ კვირაში რამე კონფლიქტი შეიძლება გამოწვეული იყოს თქვენი ტემპერამენტით და სურვილით, ყველა საქმე თქვენებურად გააკეთოთ. მოსალოდნელია, რომ შემოქმედებითი პროფესიის ადამიანები, აგრეთვე, იურისტები წარმატებას მიაღწევენ, მათი მუშაობა დაფასდება და პოპულარობა გაიზრდება.

სასიკეთო დღეები: 19, 23.
არასასიკეთო დღე: 18.

 

მშვილდოსანი

ამ კვირაში თქვენი აქტივობის საკმაოდ მკვეთრი ცვლილება არ არის გამორიცხული. ამასთან, სამუშაოს შეცვლა სულაც არ არის საჭირო, უბრალოდ, შეიძლება ახალი, პროფესიულად სრულიად განსხვავებული, მნიშვნელოვანი პროექტი გამოჩნდეს. მიიღეთ კოლეგების დახმარება, ეს ძალიან გამოგადგებათ. ამ კვირის ბოლოს დადებით ცვლილებებს იგრძნობთ, დაძაბულობას სიმშვიდე შეცვლის. საკმაოდ მშვიდი კვირა იქნება პირადი ურთიერთობების მხრივაც. მეგობრები და ახლობლები თქვენი დახმარების გარეშეც შეძლებენ პრობლემების მოგვარებას. შაბათ-კვირას შესაძლოა თქვენი წარსულის საიდუმლოებები გამჟღავნდეს, მაგრამ მეტისმეტად ნუ აღელდებით ამის გამო, შეცდომები ვის არ მოსვლია.

სასიკეთო დღეები: 21, 22.
არასასიკეთო დღე: 19.

 

თხის რქა

ქალების უმეტესობას ამ კვირაში საყვარელი ადამიანებისგან სასიამოვნო სიურპრიზები ელის, მამაკაცების მნიშვნელოვან ნაწილს კი – მეგობრებთან შეხვედრები, რომელთა კომპანიაშიც სურთ თავისუფალი დროის გატარება. ზოგადად, ეს პერიოდი ძალიან მშვიდი და სტაბილურია. თხის რქის ნიშნის ბევრი წარმომადგენელი სამსახურით და საოჯახო საქმეებით იქნება დაკავებული, მაგრამ ეს არის ზუსტად ის, რაც კმაყოფილების გრძნობას მოგიტანთ. დიდი ალბათობით საინტერესო ადამიანებს შეხვდებით. პირად ცხოვრებაში უფრო რბილი და რომანტიკული იყავით.

სასიკეთო დღეები: 17, 23.
არასასიკეთო დღე: 20.

 

მერწყული

ამ კვირაში ახალი გეგმები და იდეები გექნებათ, რომლებიც საშუალებას მოგცემთ, თქვენი შემოქმედებითი პოტენციალი გააცნობიეროთ. ორშაბათს გააკეთეთ ის, რაც პირადად თქვენ გჭირდებათ და არა ვინმეს თქვენი გარემოდან. ოთხშაბათს ნუ მოახდენთ თქვენი პროფესიონალიზმის დემონსტრირებას, უმჯობესია დროებით ჩრდილში იყოთ. ფრთხილად იყავით ფულთან და თავი შეიკავეთ ახალი წამოწყებისგან, განსაკუთრებით ბიზნესში. კვირის ბოლოს თქვენმა უხეშობამ და თავშეუკავებლობამ შეიძლება თქვენს საყვარელ ადამიანებს გული ძალიან ატკინოს. შეეცადეთ, სიმშვიდე შეინარჩუნოთ.

სასიკეთო დღეები: 17, 22.

არასასიკეთო დღე: 21.

 

თევზები

ამ კვირაში ბევრ თქვენგანს შეიძლება სირთულეები ჰქონდეს პირად ცხოვრებაში, განსაკუთრებით ოჯახურ ურთიერთობებში. შეეცადეთ, დროულად განმუხტოთ კონფლიქტი და ყველაფერი მოგვარდება. შაბათს სიახლეებს დაელოდეთ შორეული ნათესავებისგან, მათ შეუძლიათ ნებისმიერი მნიშვნელოვანი პრობლემის გადაჭრაში დაგეხმაროთ. პროფესიულ სფეროში თქვენი ინტუიცია სწორი გადაწყვეტილების მიღებაში კარგ სამსახურს გაგიწევთ. შაბათ-კვირას შეეცადეთ გემრიელად დაისვენოთ და მომავალი გაზრდილი აქტიურობისთვის მოემზადოთ.

სასიკეთო დღეები: 19, 23.

არასასიკეთო დღე: 20.

თამთა გურული

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close