რას არ გაიგებ/ფაქტებიიტალიასპორტი

უცნაური შემთხვევა იტალიურ ფეხბურთში – შეცვლაზე მწვრთნელმა კლუბის 72 წლის პრეზიდენტი შეუშვა სათამაშოდ (ვიდეო)

იტალიის ჩემპიონატის მე-9 დივიზიონის მატჩში „სოკერ სტორნარასა“ და „ასკოლი სატრიანოს“ შორის 70-ე წუთზე „სტორნარას“ რიგებში მოედანზე შეცვლაზე შევიდა ფეხბურთელი 51-ე ნომრით – სებასტიანო პოზილიპო. ეს რიცხვი, 51 უბრალოდ როდი ეწერა მის მაისურზე – საქმე ისაა, რომ პოზილიპო 1951 წელსაა დაბადებული, შესაბამისად, ამჟამად 72 წლისაა.

Chimera Tool VST Premium Crack

მინდორზე გამოსვლა ოფიციალურ მატჩში ამ ასაკში უცნაური შეიძლება სხვისთვის ყოფილიყო, მაგრამ არა სებასტიანო პოზილიპოსთვის – „სტორნარას“ ენერგიული პრეზიდენტისთვის. ფოჯის გუნდი  იტალიის სამოყვარულო ლიგის მესამე კატეგორიაში თამაშობს და ლიდერია, 9 ქულით უსწრებს მეორე ადგილზე მყოფ გუნდს.

პოზილიპო სტადიონზე მუდმივად ესწრება თამაშებს და ხშირად (აქტიურად) – გუნდის წვრთნებსაც. „ასკოლი სატრიანოს“ წინააღმდეგ მატჩში იგი მწვრთნელმა „ბრძოლის ველზე გაგზავნა“ სტადიონზე მყოფ გულშემატკივართა აღტაცების ფონზე, როდესაც მეორე ტაიმის 24-ე წუთზე ერთ-ერთმა მოთამაშემ ტრავმა მიიღო. ბოლო შეცვლა გაკეთებული იყო, ჰოდა, მწვრთნელმა სებასტიანოსკენ გაიშვირა თითი და მინდორზე გაუშვა დარჩენილი 20 წუთის სათამაშოდ, მაშინ როდესაც ანგარიში 4:2 იყო მასპინძლების, სებასტიანოს გუნდის სასარგებლოდ.

პოზილიპომ მინდვრის ცენტრში დაიკავა პოზიცია, რათა ცენტრალური თავდამსმელის როლი მოერგო, თავისი გამოსვლიდან რამდენიმე წამში კი, მის მიერ დაწყებული შეტევის შემდეგ, გოლის გატანის სიხარულიც განიცადა. საბოლოოდ მატჩი 5:2 დასრულდა ფოჯელების გამარჯვებით.

ეს მატჩი საფერხბურთო მატიანეებში თავისი სპორტული შედეგით არა, მაგრამ ამ ეპიზოდის გამო ნამდვილად მოხვდება.

 

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close