რჩევებისაზოგადოება

„და მაინც, ყველაზე საუკეთესო წინ გელოდება“ – გადაიკითხეთ კვირაში ერთხელ მაინც!

„ჩემი 45 წლისთავის აღსანიშნავად შევადგინე ეს 45 გაკვეთილი, რომლებიც ცხოვრებამ მასწავლა. ეს ყველაზე ხშირად წაკითხული სვეტია მათ შორის, რაც კი ოდესმე დამიწერია. ახლა ხელმეორედ ვბეჭდავ ამ სვეტს“ – ამბობს ცნობილი ამერიკელი ჟურნალისტი რეჯინა ბრეტი, რომელიც ცნობილია თავისი სტატიებით ცხოვრებისეულ საკითხებზე. ის მალე 67 წლის შესრულდება (დაიბადა 1956 წლის 31 მაისს) და ამჟამად The Cleveland Jewish News-ისთვის წერს.

ცხოვრებისეული პრობლემების წინაშე რეჯინა ბრეტი ჯერ კიდევ ბავშვობაში აღმოჩნდა, 41 წლის ასაკში კი ძუძუს კიბო დაამარცხა, რის შემდეგაც დაასკვნა, რომ დაბერება ახალგაზრდა ასაკში სიკვდილის უფრო ხელსაყრელი ალტერნატივაა. მას მუდმივმა განსაცდელმა ასწავლა ცხოვრება „აქ და ახლა“.

გთავაზობთ მის „45 მცირე ცხოვრებისეულ გაკვეთილს“, რომელიც დღესაც დიდი პოპულარობით სარგებლობს.

  1. ცხოვრება უსამართლოა, მაგრამ მაინც ძალიან კარგია.
  2. თუ ეჭვი გეპარება, კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგი.
  3. ცხოვრება მეტისმეტად ხანმოკლეა იმისთვის, რომ სიძულვილზე დახარჯო.
  4. სამსახური არ იზრუნებს შენზე, როცა ავად გახდები, ამას შენი მეგობრები და მშობლები გააკეთებენ, ამიტომ გაუფრთხილდი ამ ურთიერთობებს.
  5. ყოველთვიურად დაფარე ვალები.
  6. აუცილებელი როდია, მუდამ გაიმარჯვო კამათში. ან დაეთანხმე, ან არა.
  7. იტირე სხვა ვინმესთან ერთად. ეს უკეთ კურნავს, ვიდრე ცრემლების ღვრა მარტოობაში.
  8. დასაშვებია ღმერთზე ჯავრობა, ის გაგიგებს.
  9. საპენსიოდ ფულის მოგროვება პირველივე ხელფასიდან დაიწყე.
  10. როდესაც საქმე შოკოლადამდე მიდის, წინააღმდეგობა აზრს კარგავს.
  11. შეურიგდი შენს წარსულს, რათა მან აწმყო არ მოგიწამლოს.
  12. შეგიძლია თავს უფლება მისცე, იტირო შვილების თანდასწრებით.
  13. ნუ შეადარებ საკუთარ ცხოვრებას სხვისას, შენ წარმოდგენაც კი არ გაქვს, რას შეიძლება განიცდიდნენ ისინი სინამდვილეში.
  14. თუ ურთიერთობები გასაიდუმლოებული უნდა იყოს, არ ღირს ამაში მონაწილეობა.
  15. ყველაფერი შეიძლება თვალის დახამხამებაში შეიცვალოს, მაგრამ ნუ ღელავ: ღმერთს არასოდეს არაფერი ეშლება.
  16. ღრმად ჩაისუნთქე, ეს აზრებს ამშვიდებს.
  17. გათავისუფლდი ყველაფრისგან, რასაც სასარგებლოს, ლამაზს, ანდა სახალისოს ვერ უწოდებ.
  18. რაც არ გკლავს, უფრო ძლიერს გხდის.
  19. არასოდეს არის გვიან, გქონდეს ბედნიერი ბავშვობა, ოღონდაც მეორე ბავშვობა მხოლოდ შენზეა დამოკიდებული.
  20. როდესაც დგება დრო, მიჰყვე იმას, რაც მართლა გიყვარს ამ ცხოვრებაში, ნურასოდეს იტყვი „არა“.
  21. დაანთე სანთლები, გამოიყენე კარგი ზეწრები, ჩაიცვი ლამაზი ქვედა საცვლები, ნურაფერს შეინახავ განსაკუთრებული შემთხვევისთვის. ეს შემთხვევა სწორედ დღესაა.
  22. მოემზადე გადაჭარბებით, მერე კი იყოს, რაც იქნება.
  23. იყავი ექსცენტრიკული დღეს. ნუ დაელოდები სიბერეს, ხასხასა წითელი ტანსაცმლის ჩასაცმელად.
  24. სექსში ყველაზე მნიშვნელოვანი ორგანო ტვინია.
  25. შენ გარდა არავინ აგებს პასუხს შენს ბედნიერებაზე.
  26. ნებისმიერ, ეგრეთ წოდებულ, კატასტროფაზე დასვი კითხვა: ექნება ამას მნიშვნელობა ხუთი წლის შემდეგ?
  27. ყოველთვის აირჩიე სიცოცხლე.
  28. მიუტევე ყველას და ყველაფერი.
  29. არ უნდა გაღელვებდეს, რას ფიქრობენ შენზე სხვები.
  30. დრო თითქმის ყველაფრის მკურნალია. უბრალოდ, დრო მიეცი დროს.
  31. არა აქვს მნიშვნელობა, სიტუაცია ცუდია თუ კარგი, ის მაინც შეიცვლება.
  32. ნუ აღიქვამ საკუთარ თავს სერიოზულად, ამას არავინ აკეთებს.
  33. გჯეროდეს სასწაულების.
  34. ღმერთს უყვარხარ იმიტომ, რომ ის ღმერთია და არა იმისთვის, რასაც აკეთებ, ან არ აკეთებ.
  35. არ არის საჭირო ცხოვრების შესწავლა. შენ მასში ჩნდები და აკეთებ იმდენს, რამდენსაც მოასწრებ.
  36. დაბერება ახალგაზრდა ასაკში სიკვდილის უფრო ხელსაყრელი ალტერნატივაა.
  37. შენს შვილებს მხოლოდ ერთი მომავალი აქვთ.
  38. ყველაფერი, რასაც საბოლოოდ აზრი აქვს, არის ის, რომ სიყვარული გამოცადე.
  39. ყოველდღე გამოდი სასეირნოდ, სასწაულები ყველგან ხდება.
  40. თუ ერთ გროვად შევკრებთ ჩვენს ყველა პრობლემას და სხვებისას შევადარებთ, მაშინვე ისევ ჩვენს საკუთარს ავირჩევთ.
  41. შური დროის ამაო ხარჯვაა. შენ უკვე გაქვს ყველაფერი, რაც საჭიროა.
  42. და მაინც, ყველაზე საუკეთესო წინ გელოდება.
  43. მნიშვნელობა არა აქვს, თავს როგორ გრძნობ. ადექი, ჩაიცვი და ხალხში გაერიე.
  44. დაუთმე.
  45. ცხოვრება მართალია ბაფთებით არ არის შემკული, მაგრამ ის მაინც საჩუქარია.

მოამზადა თამთა გურულმა

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close