ვიდეომსოფლიოnews

ესპანეთში წლის პირველი დიდი ხანძარი მძვინვარებს – ევაკუირებულია მოსახლეობა, განადგურებულია ტყის მასივები (ვიდეო)

ესპანეთში, ვალენსიის რეგიონში წლის პირველი დიდი ხანძარი მძვინვარებს. 1500 მოსახლე იძულებული გახდა, საკუთარი სახლი დაეტოვებინა; ხანძრის შედეგად 7400 ჰექტარზე მეტი ტყე განადგურდა.

ცეცხლთან ბრძოლაში 10 თვითმფრინავი, 20 სახანძრო მანქანა და სამხედროები არიან ჩართულნი.

საავარიო სამსახურმა 600 ადამიანისთვის თავშესაფარი და საველე ჰოსპიტალი მოაწყო.

ამ დროისთვის ცნობილია, რომ ცეცხლის გავრცელება კონტროლდება – ადგილობრივ ხელისუფლებას იმედი აქვს, რომ ხანძრის სრული ლიკვიდაცია მალე მოხდება.

უჩვეულოდ მშრალმა ზამთარმა სამხრეთ ევროპის რეგიონში ნიადაგის ტენიანობა შეამცირა და არის მოლოდინი, რომ განმეორდება 2022 წლის კატასტროფული მდგომარეობა, როდესაც კონტინენტზე 785 000 ჰექტარი ტყე და ნათესები განადგურდა.

ევროკომისიის (EC) სტატისტიკის თანახმად, ეს მონაცემი ბოლო 16 წლის საშუალო წლიურ მაჩვენებელს ორჯერ აღემატება.

მანანა ბანძელაძე

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close