ქართველები უცხოეთშისპორტი

„ნაპოლის“ კიდევ ერთი რეკორდი – ზედიზედ მეექვსე მოგება მეტოქის მოედანზე; ხვიჩა კვლავ მოწოდების სიმაღლეზეა! (ვიდეო)

„ნაპოლიმ“ 4:0 მოიგო, კვარამ ერთი გოლი გაიტანა და ერთი საგოლე გადაცემა შეასრულა

„ნაპოლიმ“ დღეს, 19 მარტს კიდევ ერთი რეკორდი დაამყარა საკუთარ, ასე ვთქვათ, ბიოგრაფიაში – ზედიზედ მეექვსედ მოიგო გასვლითი შეხვედრა. აქამდე ნაპოლის გასვლით შეხვედრებში ზედიზედ 6-ჯერ არასდროს გაუმარჯვია.

მატჩი ტურინში „ტორინოსთან“, რომელიც სატურნირო ცხრილში მე-11 ადგილს იკავებს, 0:4  დასრულდა ნეაპოლელთა სასარგებლოდ. მე-9 წუთზე პიოტრ ჟელინსკის მოწოდებული კუთხურის შემდეგ ანგარიში ვიქტორ ოსიმენმა გახსნა, რომელმაც ბურთი კარში თავური დარტყმით შეაგდო. მეორე გოლი კი ხვიჩა კვარაცხელიამ გაიტანა პენალტით, რომელიც 34-ე წუთზე თვითონვე მოიპოვა.

51-ე წუთზე კვარამ კიდევ ერთი საგოლე შეტევა განავითარა, ბურთი მარცხენა ფლანგზე მატიას ოლივერას ქუსლით მიაწოდა, ოლივერამ კი, თავის მხრივ, შესანიშნავი პასი ჩააწოდა საჯარიმო მოედანში ოსიმენის მისამართით, რომელიც კვლავ მოწოდების სიმაღლეზე აღმოჩნდა და „ტორინოს“ კარი მეორედ დალაშქრა. ამრიგად, მიმდინარე სეზონში ოსიმენს 21 გოლი დაუგროვდა და პირველ ადგილზეა.

ამ მატჩში ხვიჩამ გოლის გარდა ერთი ასისტიც ჩაიწერა – მეკარესთან თითქმის პირისპირ დარჩენილმა, არ „იხარბა“ და ბურთი ნდომბელეს გადააწოდა, რომელმაც იტალიის ჩემპიონატის მიმდინარე სეზონში პირველი გოლი გაიტანა .

ამ გამარჯვების შემდეგ, იტალიის ჩემპიონატის (სერია A) დასრულებამდე 11 ტურით ადრე, „ნაპოლი“ კვლავ ერთპიროვნული ლიდერია 71 ქულით და 21 ქულით უსწრებს მეორე ადგილზე მყოფ „ინტერს“, რომელიც  27-ე ტურის მატჩს დღეს გამართავს საკუთარ მოედანზე ტურინის „იუვენტუსთან“.

„ნაპოლი“ კი სერია A-ს მომდევნო ტურში 2 აპრილს „მილანს“ შინ, დიეგო მარადონას სახელობის სტადიონზე  უმასპინძლებს.

ნუცა ყაველაშვილი!

ნახეთ მატჩის საუკეთესო მომენტები. როგორ გაიხარა კვარამ ნდომბელეს პირველი გოლით იტალიის ჩემპიონატში, რომელიც ფრანგმა ფეხბურთელმა ხვიჩას გადაცემის შემდეგ გაიტანა.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close