მსოფლიოსაზოგადოება

ბერლინის მთავრობამ ქალებს უფლება მისცა, საცურაო აუზში წელს ზემოთ შიშვლებმა იბანაონ

გერმანიის დედაქალაქში ქალებს უფლება მისცეს, ბერლინის საცურაო აუზებში მამაკაცების მსგავსად წელს ზემოთ შიშვლებმა იბანაონ, თუ ასეთი სურვილი ექნებათ. ინფორმაციას მედია ავრცელებს.

ბერლინის ხელისუფლებამ ეს გადაწყვეტილება გასულ კვირას გამოაცხადა. ამას წინ უსწრებდა ერთ-ერთი ახალგაზრდა ქალის, 33 წლის ლოტე მიესის საჩივარი, რომელიც მან სასამართლოში გასული წლის დეკემბერში შეიტანა მას შემდეგ, რაც ბერლინის ერთ-ერთ აუზზე არ შეუშვეს წელს ზემოთ სიშიშვლის გამო.

ბერლინში აუზებზე ქალების წელს ზემოთ შიშვლად ყოფნა აკრძალული არც ყოფილა, ამის მიუხედავად ქალაქის ხელისუფლებამ გადაწყვიტა, დაადგინოს წესი, რომელიც დისკრიმინაციას აღმოფხვრის და სამართლიანობას და განსხვავებულ მიდგომას დაიცავს.

დეპარტამენტის მიერ ხუთშაბათს გამოქვეყნებულ პრესრელიზში ნათქვამია, რომ აუზის ხელმძღვანელობას, რომელმაც ლოტე მიესს შესვლა აუკრძალა, რაიმე „გენდერული პირობები“ არ ჰქონია მხედველობაში და მხოლოდ ითხოვდა, რომ მის მის კლიენტებს „კომერციული საცურაო კოსტიუმები“ სცმოდათ.

ბერლინში ამჟამად არსებობს წესი საცურაო კოსტიუმების შესახებ, რომელიც მოითხოვს, რომ მოცურავეებს „სტანდარტული საცურაო კოსტიუმები“ ეცვათ, როგორიცაა: „საცურაო შარვალი, საცურაო შორტები, ბიკინი, საცურაო კოსტიუმი, ბურკინი“, – წერს ქალაქის ცურვის  ასოციაცია (Berliner Baeder), მაგრამ ამ დებულებაში არ ყოფილა მითითებული, რომ ქალებმა მკერდი უნდა დაიფარონ. ის პირდაპირ არ უშლის ქალებს, მხოლოდ საცურაო შორტები ჩაიცვან პლაჟზე ან აუზზე.

ნინო ხოშტარია

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close