ქართველები უცხოეთშიკრიმინალი

პოლონეთში მანქანების ქურდობისთვის საქართველოს ორი მოქალაქე დააკავეს

პოლონეთში საქართველოს მოქალაქე 2 მამაკაცის დაკავების შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

მედიის ცნობით, ქალაქ ოპოლეში სამართალდამცველებმა 32 და 36 წლის მამაკაცები ავტომობილების ქურდობის ბრალდებით დააკავეს. პოლიციის ინფორმაციით, მათ დანაშაულებრივი ქმედებისთვის ავტომანქანის გასაღების სიგნალის დამჭერი მოწყობილობა გამოიყენეს, რომლის წყალობითაც ავტომობილები უკონტაქტო მეთოდით გააღეს.

მანქანები მათ ოპოლეს სავაჭრო ცენტრის ავტოსადგომიდან გაიტაცეს. ამის შესახებ სამართალდამცველებმა  თებერვლის დასაწყისში მიიღეს შეტყობინება. პოლიციამ შეძლო სავარაუდო დამნაშავეების ვინაობის და საცხოვრებელი მისამართის დადგენა.

ხუთშაბათს, დილის 6 საათზე პოლიციამ ეჭვმიტანილებს კარებზე დაუკაკუნა. მამაკაცები სამართალდამცველების გამოჩენას არ ელოდებოდნენ. ჩხრეკისას მათ ბინაში ავტომობილის გასაღების სიგნალის დამჭერი მოწყობილობა აღმოაჩინეს.

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში სავარაუდო დამნაშავეებს 10 წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

ნინო ხოშტარია

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close