მსოფლიოპოლიტიკა

პარიზში საპენსიო რეფორმის მოწინააღმდეგეთა საპროტესტო აქცია პოლიციასთან შეტაკებაში გადაიზარდა

პარიზში საპენსიო რეფორმის მოწინააღმდეგეთა საპროტესტო აქცია პოლიციასთან შეტაკებაში გადაიზარდა.

მედიის ცნობით, დემონსტრანტებმა პოლიციას სხვადასხვა საგანი ესროლეს, ავტომობილები დააზიანეს და სანაგვე ურნები დაწვეს. სამართალდამცველებმა აქციის დასაშლელად ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს.

ქვეყნის მასშტაბით გაფიცვაა გამოცხადებული, რომელსაც სატრანსპორტო, განათლების და ინდუსტრიული სექტორის წარმომადგენლები შეუერთდნენ.

დასავლური მედია წერს, რომ საფრანგეთის საპენსიო გაფიცვები ხელს უშლის ელექტროენერგიის გამომუშავებას, საწვავის მიწოდებას და გადამუშავებას.

საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის ინიციატივა საპენსიო ასაკის 62-დან 64 წლამდე გაზრდას ითვალისწინებს.

1tv.ge

ამავე თემაზე:

საფრანგეთში საპენსიო რეფორმამ მასშტაბური საპროტესტო გამოსვლები გამოიწვია – პოლიციამ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close