მსოფლიოპოლიტიკა

24 თებერვალს მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ყველაზე მასშტაბური ომი დაიწყო – რუსეთის დანაკარგები უკრაინაში შეჭრიდან წლისთავზე (ვიდეო)

უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრიდან ერთი წელი გავიდა. 24 თებერვალს, გამთენიისას, ვლადიმერ პუტინის ბრძანებით, რუსული არმია უკრაინის ტერიტორიაზე რამდენიმე მიმართულებიდან შეიჭრა, რის შემდეგაც ევროპაში მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ყველაზე მასშტაბური ომი დაიწყო.

24 თებერვალს როგორც რუსეთში, ისე დასავლეთის ქვეყნებში არაერთი სამხედრო მიმომხილველი  მიიჩნევდა, რომ კიევი რამდენიმე დღეში დაეცემოდა, თუმცა, საბოლოოდ რუსეთის სწრაფი იერიში ჩავარდა. კიევთან ახლოს უკრაინელებმა კონტრშეტევაც წამოიწყეს.

რუსეთის დანაკარგები უკრაინაში შეჭრიდან 1 წლისთავზე:

  • 146 820 ჯარისკაცი
  • 6 600 საბრძოლო მანქანა
  • 299 საბრძოლო თვითმფრინავი
  • 287 ვერტმფრენი
  • 18 გემი და კატერი
  •  3000-ზე მეტი ტანკი
  • 2000-ზე მეტი საარტილერიო სისტემა
  • 2000-ზე მეტი უპილოტო საფრენი აპარატი
  • 5000-ზე მეტი სატრანსპორტო საშუალება და სპეციალური ტექნიკა

ამ მონაცემებს უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ავრცელებს.

უკრაინა არ ასაჯაროებს დანაკარგებს სამხედრო მოსამსახურეთა შორის. თუმცა აშშ-ის სამხედრო მაღალჩინოსნების ცნობებით, უკრაინამ ომში რამდენიმე ათეული ათასი სამხედრო დაკარგა. დანაკარგებში ითვლება როგორც მოკლული, ისე დაჭრილი და დაშავებული სამხედროები.

გაეროს ოფიციალური მონაცემებით, ინტერვენციის დაწყებიდან მოკლულია 7000-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე. დაშავდა 12 000-მდე ადამიანი, თუმცა გაერთიანებული ერების ორგანიზაცია დასძენს, რომ არაოფიციალური სტატისტიკა გაცილებით შემაშფოთებელია.

საომარი მოქმედებები გრძელდება და სპეციალისტების ვარაუდით, გაზაფხულის დადგომასთან ერთად უფრო გაძლიერდება. ამ კონფლიქტის მშვიდობიანი მოლაპარაკებებით გადაჭრის გზა არ ჩანს, ვერც ვერავინ ამბობს მიახლოებითაც კი, როგორ და როდის შეიძლება დასრულდეს ეს სისხლისმღვრელი ომი.

აშშ-მა 24 თებერვალს უკრაინის მხარდაჭერის კიდევ 2-მილიარდიანი პაკეტი დააანონსა.

უკრაინამ უნდა გაიმარჯვოს – ასეთი იყოს დღევანდელი დღის ერთ-ერთი მთავარი მესიჯი.

საქართველოს მოქალაქეებმა უკრაინის მიმართ სოლიდარობა სხვადასხვა ფორმით გამოხატეს. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტურმა კაპელამ უკრაინის ეროვნული ჰიმნის შესრულებით ქართული ხმა მიაწვდინა უკრაინელ ხალხს.

მანანა ბანძელაძე

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close