ვიდეომსოფლიოსაზოგადოება

კადრები, რომლებიც ჯერ არ გინახავთ – ჩაძირული „ტიტანიკისთვის“ 1986 წელს გადაღებული ვიდეო სრულად პირველად ქვეყნდება

უკვე დიდი ხანია, უბედური RMS ტიტანიკის ჩაძირვა ერთნაირად აჯადოებს ისტორიკოსებს, ოკეანოგრაფებსა თუ კინორეჟისორებს.

ვუდს ჰოლის ოკეანოგრაფიის ინსტიტუტი (WHOI) საკუთარ YouTube არხზე აქვეყნებს საათი და 21-წუთიან დაუჭრელ ვიდეოს, რომლის დიდი ნაწილიც საზოგადოებას აქამდე არასოდეს უნახავს.

მიუხედავად იმისა, რომ კადრების დიდი ნაწილი პირველად ქვეყნდება, ისინი ახალი არ არის – 1986 წლის ივლისშია გადაღებული, წყალქვეშა აპარატის — DSV Alvin-ის და დისტანციურად მართვადი მოწყობილობა Jason Jr-ის მიერ.

Alvin-ი აშშ-ის საზღვაო ძალების კვლევითი წყალქვეშა აპარატია, რომელსაც ვუდს ჰოლის ოკეანოგრაფიის ინსტიტუტი ამუშავებდა, Jason Jr კი მასზე 91-მეტრიანი ოპტიკური კაბელით მიმაგრებული მოწყობილობა იყო.

Jason Jr-ს Alvin-ში მყოფი ჯგუფი დისტანციურად მართავდა; მოწყობილობა ჩაძირული გემის ისეთ ნაწილებშიც შეიყვანეს, სადაც თავად Alvin-ი ვერ შევიდოდა.

ყველაზე საოცარი ის არის, რომ ვიდეო იმ დღეს არის გადაღებული, როდესაც ადამიანები პირველად ჩავიდნენ 1912 წლის აპრილში ტრაგიკულად ჩაძირულ გემთან.

გააგრძელე კითხვა აქ: 1tv.ge/news/kadrebi

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close