ქართველები უცხოეთშისპორტი

სპალეტიმ კვარაცხელიაზე ისაუბრა: „ხომ ხედავთ, რომ ეს ბავშვი მშვიდი პიროვნებაა, მას დიდი მომავალი აქვს“

„ის [ხვიჩა კვარაცხელია] ბურთს კარგად ფლობს, ძალიან კარგი დრიბლიორია, მშვენივრად არტყამს და ისეთ ფინტებს ასრულებს, რომ მისი შეჩერება ძალიან რთულია. … ხომ ხედავთ, რომ ეს ბავშვი (კვარაცხელია) მშვიდი პიროვნებაა, მას დიდი მომავალი აქვს“, – განაცხადა „ნაპოლის“ მთავარმა მწვრთნელმა ლუჩანო სპალეტიმ ანდრეა ფორტუნატოს პრემიის გადაცემის შემდეგ მედიასთან საუბრისას.

„ნაპოლი“ იტალიის ჩემპიონატის (სერია A) მიმდინარე სეზონში მხოლოდ ერთხელ დამარცხდა და 22 მატჩის შემდეგ 59 ქულით ლიდერობს. ის 16 ქულით უსწრებს უახლოეს მეტოქეს, მილანის „ინტერს“.

1989/1990 წლების სეზონის შემდეგ „ნაპოლის“ პირველად გაუჩნდათ რეალური შანსი, რომ იტალიის ჩემპიონი გახდეს. ამას გარდა, „ნაპოლი“ ჩემპიონთა ლიგის ფლეი ოფშიც გავიდა, რაშიც ხვიჩამ დიდი წვლილი შეიტანა.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close