ჰოროსკოპი

კვირის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის, 13-19 თებერვალი

კარგი იქნება,  თუ ამ კვირაში  ირგვლივ მყოფებისგან მიღებულ რეკომენდაციებს არ გაითვალისწინებთ, რადგან შესაძლოა პრობლემები შეგექმნათ.  მხოლოდ საკუთარ თავს დაეყრდენით, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქმე პირად საკითხებს ეხება. თუ გული გეუბნებათ, რომ დროა გადამწყვეტი ნაბიჯი გადადგათ კონკრეტულ ადამიანთან დაახლოებისკენ, ნუ გადადებთ გრძნობების აღიარებას! ასეთი ნაბიჯისთვის განსაკუთრებით ხელსაყრელი დღეები პარასკევი და შაბათია. ეს პერიოდი კარგი დროა აქტიური მუშაობისთვის, პლანეტები ენერგიას გმატებენ.

 

ვერძი

პროფესიული თვალსაზრისით, ძალიან კარგი კვირაა, განსაკუთრებით მათთვის, ვინც მნიშვნელოვანი პროექტებით არის დაკავებული. ვარსკვლავების გავლენით, თქვენმა შრომამ შეიძლება აღიარება მოგიტანოთ. ზოგადად ფინანსების მხრივ მდგომარეობა ხელსაყრელი იქნება. პირად ცხოვრებაში კი შესაძლოა ძველმა  პრობლემებმა იჩინოს თავი.  როგორც ჩანს, თქვენი ეჭვიანობა უსაფუძვლო არ არის. ბავშვებთან და მშობლებთან დაკავშირებულმა პრობლემებმა შეიძლება მთელი შაბათი მოიცვას. ასე რომ, დასვენების საშუალება მხოლოდ კვირას გექნებათ – გამოიყენეთ ის.

სასიკეთო დღეები: 14, 16.

არასასიკეთო დღე: 13.

 

კურო

გამორიცხული არ არის, ამ კვირაში გარკვეული პრობლემები შეგექმნათ ცხოვრების ნებისმიერ სფეროში. განსაკუთრებით ფრთხილად უნდა იყოთ კოლეგებთან ურთიერთობისას, ნუ ექიშპებით მათ. ბიზნესმენებისთვის არსებობს ფინანსური ზარალის საშიშროება. პირად ცხოვრებაში მოერიდეთ ყოველგვარ დაპირისპირებას, რადგან აზრთა სხვადასხვაობამ შეიძლება დაარღვიოს სახლში სიმშვიდე და ჰარმონია. შეეცადეთ, შაბათ-კვირა მეგობრებთან ერთად გაატაროთ.

სასიკეთო დღეები: 15, 17.

არასასიკეთო დღე: 16.

 

ტყუპი

ამ კვირაში ცხოვრების ყველა სფეროში გაგიმართლებთ. პროფესიულ ცხოვრებაში ცოდნის მუდმივი წყურვილი, უნარების გაუმჯობესება წინსვლაში დაგეხმარებათ. რა თქმა უნდა, წარმატება და აღიარება თავისთავად არ მოვა,  მაგრამ თუ ძალისხმევას გასწევთ, ყველაფერს უპრობლემოდ მოაგვარებთ. ბიზნესმენებს ამ პერიოდში ბიზნესის გაფართოებისა და შემოსავლის გაზრდის შესანიშნავი შესაძლებლობები ექნებათ. კარგი დროა ქორწინებისა და, ზოგადად, ოჯახური ურთიერთობებისთვის.

სასიკეთო დღეები: 15, 18.

არასასიკეთო დღე: 14.

 

კირჩხიბი

ვარსკვლავები გვაფრთხილებენ, რომ ეს კვირა, სავარაუდოდ, საკმაოდ რთული იქნება. არ არის გამორიცხული მოულოდნელი და სრულიად არასაჭირო ხარჯები, რამაც შეიძლება ფუნდამენტურად შეარყიოს ოჯახის ბიუჯეტი, ამიტომ  კარგად დაფიქრდით და მხოლოდ ამის შემდეგ გახსენით თქვენი საფულე. სამსახურში უფრო ყურადღებიანი და კონცენტრირებული უნდა იყოთ თქვენი მოვალეობების შესრულებისას, რათა შეცდომები თავიდან აიცილოთ. შეეცადეთ,  შაბათ-კვირა მშვიდ გარემოში გაატაროთ, საყვარელ ადამიანებთან ერთად.

სასიკეთო დღეები: 13, 19.

არასასიკეთო დღე: 15.

 

ლომი

ამ პერიოდში ბევრ პრობლემას მოაგვარებთ და ხანგრძლივი სტრესის შემდეგ შეძლებთ, რომ დაისვენოთ. ვარსკვლავები განსაკუთრებით სასიამოვნო კვირას ჰპირდებიან პროფესიონალებს, რომლებიც ნებისმიერი პრობლემის გადაჭრას მარტივად და მინიმალური ძალისხმევით შეძლებენ. განსაკუთრებით დატვირთული იქნება სამშაბათი და ხუთშაბათი. შეეცადეთ, ირგვლივ მყოფებს დიდი მოთხოვნები არ წაუყენოთ. შაბათ-კვირას მარტომ დაისვენეთ  და საკუთარ თავს მაქსიმალური კომფორტი შეუქმენით.

სასიკეთო დღეები: 14, 17.

არასასიკეთო დღე: 18.

 

ქალწული

ამ კვირაში შეეცადეთ, ზღვარს არ გადახვიდეთ, წინააღმდეგ შემთხვევაში არსებობს მხარდაჭერის (მათ შორის ფინანსურისაც) გარეშე დარჩენის რისკი. იფიქრეთ ახალი პროექტის დაწყებაზე, ახლა შეგიძლიათ სწრაფად შეიცვალოთ სამუშაო. თქვენს შრომისმოყვარეობას შეამჩნევენ და ყურადღების ცენტრში ყოფნით კოლეგებსა და ხელმძღვანელობაზე თქვენი გავლენის გზარდას შეძლებთ.. პირად ცხოვრებაში მშვიდობა და ჰარმონია სუფევს. თუ საყვარელ ადამიანებთან ან მეგობრებთან ურთიერთობაში პრობლემები გაქვთ, ეს კვირა კარგი დროა მათ მოსაგვარებლად.

სასიკეთო დღეები: 13, 16.

არასასიკეთო დღე: 19.

 

სასწორი

შეეცადეთ, დაგროვილი პრობლემები ამ კვირაში მოაგვაროთ – ნაკლებად სავარაუდოა, რომ წარმატებას მიაღწევთ, თუ გადაწყვეტილებების მიღებას მომავლისთვის გადადებთ. იზრუნეთ ჯანმრთელობაზე, მოერიდეთ სიტუაციებს, რომლებიც შესაძლოა სტრესული იყოს თქვენთვის. შეეცადეთ, თქვენი თვალსაზრისი დაიცვათ და სხვებს, თუნდაც ძალიან გავლენიან ადამიანებს, არ მისცეთ საშუალება, თავიანთ ჭკუაზე გატარონ. სათანადო ძალისხმევითა და თვითკონტროლით თქვენ წინაშე არსებულ ყველა ამოცანას წარმატებით გაუმკლავდებით, განსაკუთრებით პროფესიულ სფეროში. პირად ცხოვრებაში კონფლიქტებს მოერიდეთ.

სასიკეთო დღეები: 13, 17.

არასასიკეთო დღე: 16.

 

მორიელი

სასურველი შედეგის მისაღწევად ამ კვირაში ინიციატივა უნდა გამოიჩინოთ და შემოქმედებითი წინადადებები წამოაყენოთ. თქვენს რჩევას გაითვალისწინებენ. შეეცადეთ, უკიდურესობაში არ გადავარდეთ. მეტისმეტი არაფერი ვარგა, ჯობია ოქროს შუალედს მიჰყვეთ. ასევე, ფრთხილად იყავით ფინანსებთან დაკავშირებით, რადგან არსებობს რისკი, რომ ფულს ზედმეტ ნივთებზე დახარჯავთ და საბოლოოდ ვალებში ჩაფლული აღმოჩნდებით. უთხარით „დიახ“ მას, ვინც გიყვართ და გაფასებთ.

სასიკეთო დღეები: 14, 18.

არასასიკეთო დღე: 15.

 

მშვილდოსანი

ამ კვირაში სავარაუდოა წარმატება პროფესიულ სფეროში. უბრალოდ, შეეცადეთ, რომ ახლა გრანდიოზული გეგმები არ დაისახოთ. გააკეთეთ ყოველდღიური საქმეები, ისინი არანაკლებ მნიშვნელოვანია. ახლობელმა ადამიანებმა შეიძლება რჩევისთვის მოგმართონ. ეცადეთ, უფრო წინდახედული იყოთ, თქვენი ყოველი ქმედება კარგად გაიაზრეთ. ერთსა და იმავე შეცდომებს ნუ გაიმეორებთ. კვირა ხელსაყრელია ნაყოფიერი მუშაობისთვის – დიდი რაოდენობით ინფორმაციას მიიღებთ. პირად ცხოვრებაში მშვიდობითა და ჰარმონიით დატკბებით, საყვარელი ადამიანები კი ყველა საქმეში დაგეხმარებიან.

სასიკეთო დღეები: 14, 17.

არასასიკეთო დღე: 19.

 

თხის რქა

ამ კვირაში შესაძლებელია ბიზნესპარტნიორებთან ურთიერთობისას პრობლემები წარმოიშვას, მოძებნეთ გონივრული კომპრომისი. დაიცავით თქვენი გეგმები და მიზნები. ფრთხილად იყავით ხელმძღვანელებთან ურთიერთობისას, სრულად აკონტროლეთ თქვენი ემოციები, მოერიდეთ კამათს და პროვოკაციულ სიტუაციებს, რაც თქვენთვის მნიშვნელოვანი კავშირების შენარჩუნებაში დაგეხმარებათ. ოთხშაბათს შესაძლებელია საპირისპირო სქესის წარმომადგენლის საინტერესო წინადადება მიიღოთ. პარასკევს და შაბათს ხელსაყრელი იქნება მოგზაურობა. არ გადადოთ დაგეგმილი დასვენება.

სასიკეთო დღეები: 13, 18.

არასასიკეთო დღე: 17.

 

მერწყული

პოზიტიური ცვლილებებით სავსე კვირა გელით. ვარსკვლავები, რომლებიც დადებითად მოქმედებენ თქვენს პირად ურთიერთობებზე, სახლში სიმშვიდისა და ჰარმონიის განმტკიცებაში დაგეხმარებიან. შესაძლებლობა გექნებათ, დრო მეგობრებსა და ოჯახის წევრებთან ერთად გაატაროთ. პროფესიულ სფეროში, რაც არ უნდა რთული ამოცანები დადგეს თქვენ წინაშე, მათ დიდი ძალისხმევის გარეშე გაუმკლავდებით. შეიძლება წარსულში განხორციელებული ინვესტიციებიდან შემოსავალი მიიღოთ. ეს კვირა თქვენთვის ფინანსურად ნაყოფიერი პერიოდი იქნება, თუ ბიუჯეტს გონივრულად მართავთ.

სასიკეთო დღეები: 14, 18.

არასასიკეთო დღე: 15.

 

თევზები

ამ კვირაში შეძლებთ, ნებისმიერი სირთულე დაძლიოთ და შესანიშნავ შედეგებს მიაღწიოთ საქმეში, მაგრამ ამისთვის მოგიწევთ, აქტიურად იმოქმედოთ და სიზარმაცე დაივიწყოთ. გუნდის ინტერესები შეიძლება ბევრად უფრო მნიშვნელოვანი აღმოჩნდეს, ვიდრე  გეგონათ. ერთობლივი მოქმედების სარგებელი აშკარა გახდება. დატვირთული გრაფიკის გამო ოჯახს სათანადო ყურადღებას ვერ მიაქცევთ და ამით სახლში სიმშვიდეს დაარღვევთ. მოვლენების ასეთი განვითარების თავიდან ასაცილებლად სიმშვიდე შეინარჩუნეთ, დროებით სირთულეებს წარმატებით გაუმკლავდებით.

სასიკეთო დღეები: 17, 19.

არასასიკეთო დღე: 15.

თამთა გურული

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close