ქართველები უცხოეთშიკრიმინალი
თურქეთში ქართველი „კანონიერი ქურდი“ მოკლეს
თურქეთის ქალაქ ტრაპიზონში მოკლეს ქართველი ე. წ. კრიმინალური ავტორიტეტი, 64 წლის რევაზ ლორთქიფანიძე , რომელიც კრიმინალურ წრეებში ცნობილია, როგორც „რეზო ტბილისსკი“.
მას ავტომობილიდან ესროლეს, რის შედეგადაც 64 წლის ლორთქიფანიძე მძიმედ დაიჭრა.
შემთხვევის ადგილზე პოლიცია და სასწრაფო დახმარების ბრიგადა იყო მობილიზებული. დაჭრილი საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. ლორთქიფანიძე 14 იანვარს, საღამოს გარდაიცვალა.
პოლიციამ მომხდარზე 4 ეჭვმიტანილი ცხელ კვალზე დააკავა. წინასწარი მონაცემებით, ისინი თურქეთში ბულგარეთიდან შევიდნენ.
კომენტარები