კრიმინალი
ქართველი შეფ-მზარეულის სასტიკი მკვლელობა მოსკოვში – რატომ გაიმეტა სასიკვდილოდ სოსო ბერაია ტაჯიკეთის მოქალაქე ქალმა (ვიდეო)
რუსეთში ქართველი შეფ-მზარეული, 51 წლის მამაკაცი დამლაგებელმა ქალმა მოკლა. „კურიერმა“ გაარკვია, რომ მოკლული შეფ-მზარეული სოსო ბერაია ხობის რაიონიდან იყო. როგორც თანასოფლელები და ოჯახის წევრები აცხადებენ, მამაკაცი წლებია მეუღლესთან ერთად რუსეთში ცხოვრობს და სხვადასხვა რესტორანში მუშაობს. რაც შეეხება მომხდარს, მოკლულის ახლობლებისთვის დეტალები უცნობია. ელოდებიან მამაკაცის ჩამოსვენებას და მისი მეუღლის ჩამოსვლას.
სასტიკი დანაშაულის კადრები სოციალურ ქსელში გავრცელდა. სათვალთვალო კამერით გადაღებულ ვიდეოში ჩანს დანის რამდენჯერმე დარტყმის ფაქტი, რის შემდეგაც დაჭრილი ადგილზე გარდაიცვალა.
კომენტარები