newsსაქართველო

საქართველო ვირუსული ინფექციების გავრცელების პიკში შედის – რას ამბობენ მედიკოსები

ქვეყანა ვირუსული ინფექციების გავრცელების პიკში შედის. ციციშვილის სახელობის ბავშვთა ახალი კლინიკის სამედიცინო დირექტორის, მაია ჩხაიძის განცხადებით, ამ დროისთვის 12-მდე ვირუსი ცირკულირებს, მათ შორის დომინანტი გახდა A და B ტიპის ვირუსები.

„კლინიკებში მომართვიანობა მაღალია. A და B გრიპის ვირუსებია ყველაზე მეტად. მოიმატა კორონავირუსის შემთხვევებმაც. ამ ჩამოთვლილის გარდა დაახლოებით 9 ტიპის რესპირატორული ვირუსი ცირკულირებს. ეს არის რესპირატორული-სინციტიური ვირუსი, რომელიც განსაკუთრებით საყურადღებოა ბავშვთა ასაკის კონტიგენტისთვის, 0-დან 2 წლამდე. სწორედ ამ ასაკში მიდის შედარებით მძიმედ და საშუალო და მძიმე სიმძიმის ბრონქიოლიტების დროს ესაჭიროებათ ჰოსპიტალიზაცია“, – აღნიშნა ჩხაიძემ.

ექიმი მაკა ბულეიშვილი ამბობს, რომ ვირუსული ინფექციების მატების ტენდენცია სეზონს უკავშირდება და ამაში განსაკუთერებული არაფერია.

„7 დღის განმავლობაში უნდა ალაგდეს სიმპტომები, როდესაც არის კონკრეტული ვირუსული ინფექცია. მაგრამ, აღნიშნულ შემთხვევაში ვხედავთ, რომ გამოხატულია ხველა, მაღალი ტემპერატურა, ზოგადი, საერთო სისუსტე. ეს ყველაფერი დაკავშირებულია იმასთან, რომ არის სეზონი. ყველაზე მეტი პიკური მაჩვენებლები შეიძლება უახლოეს პერიოდში იყოს. ეს არ არის რამე განსაკუთრებული, ყოველ წელიწადს ასეა. ყველაზე მეტად რეკომენდაციები ესაჭიროებათ ბავშვთა ასაკის და იმ ადამიანებს, რომლებსაც აქვთ ქრონიკული და ფონური სხვადასხვა დაავადება“, – აღნიშნა ექიმმა.

imedinews.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close