რჩევებიჰოროსკოპი

ვის ელოდება კარიერული წინსვლა 2023 წელს?

2023 წელს ზოდიაქოს ბევრ ნიშანს ელოდება კარიერული წინსვლა, გაზრდილი შემოსავალი და უფრო პერსპექტიულ და კომფორტულ სამუშაოზე გადასვლა. მეტიც, ეს წელი საშუალებას მოგცემთ ისწავლოთ, როგორ გაანაწილოთ სწორად თქვენი ფინანსები და მართოთ ისინი.

 

ვერძი

წლის დასაწყისიდან ნოემბრამდე ზოდიაქოს ამ ნიშნის წარმომადგენლებს დაწინაურების საკმაოდ კარგი შანსი აქვთ. შესაძლებელია დასაქმდეთ დიდ კომპანიაში ან თუნდაც შეიცვალოთ საქმიანობის სახე, თუმცა ივნისის შუა რიცხვებიდან ნოემბრის ჩათვლით ერთგვარი სიმშვიდის პერიოდი იქნება და ამ დროს არ არის რეკომენდებული რაიმე ახლი საქმის დაწყება, უმჯობესია უკვე დაწყებული საქმეები დაასრულოთ. ნოემბრის შემდეგ, წლის ბოლომდე ყველაფერი საკმაოდ სტაბილურად წარიმართება, თუმცა შესაძლოა მივლინებები გახშირდეს.

 

კურო

წლის პირველ ნახევარში დიდია დისტანციურად მუშაობის დაწყების შანსი – ამ პერიოდში შეძლებთ პროექტებზე სათანადო ყურადღების გამახვილებას. ისარგებლეთ შესაძლებლობით, შეგიძლიათ მოიფიქროთ მომგებიანი საქმე, მაგრამ ივნისის შუა რიცხვებიდან ნოემბრის ჩათვლით პერიოდში რაიმე ახალი იდეის განხორციელება მიზანშეწონილი არ არის. ნოემბრის შემდეგ კუროს აქვს ყველა შანსი, დაიწყოს სოლიდური თანხის გამომუშავება. შესაძლოა, 2023 წელს ფინანსურ სფეროში კონცენტრირება და აქტიურობა საკმაოდ გაგიჭირდეთ, მაგრამ დისციპლინითა და შრომისმოყვარეობით შეძლებთ წარმატების მიღწევას.

 

ტყუპი

2023 წელს ტყუპები ბოლომდე იქნებიან ჩართულნი სამუშაო და ფინანსური საკითხების გადაწყვეტაში. იანვრიდან სექტემბრამდე განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ სოციალურ ქსელებს და ახალ და ძველ ნაცნობებს: მათ შეუძლიათ დიდი როლი ითამაშონ თქვენს კარიერულ წინსვლაში. გაზაფხულზე დიდია სამუშაოს გაზრდის ან უფრო პერსპექტიულით შეცვლის ალბათობა. დროულად იმოქმედეთ და ნუ გაუშვებთ ხელიდან შესაძლებლობებს „ხვალაც ამ თვის არის“ პრინციპით.

 

კირჩხიბი

კირჩხიბებისთვის მომავალი წელი წარმოუდგენლად წარმატებული იქნება კარიერული ზრდის თვალსაზრისით. გარდა ამისა, თავად იქნებით მომართული ახალი სიმაღლეების დაპყრობისთვის. გაზაფხულის შუა პერიოდიდან შემოდგომის დასაწყისამდე, დიდი ალბათობით, პერსპექტიულ შემოთავაზებებს მიიღებთ. აგვისტოს შემდეგ რეკომენდებულია შესვენება, ახალი საქმის დაწყება დროებით გადადეთ. ამ პერიოდში უმჯობესია უკვე დაწყებულ საქმეებზე გაამახვილოთ ყურადღება. წლის ბოლოს სწავლის სურვილი გაგიჩნდებათ – ეს დრო საუკეთესო პერიოდია კვალიფიკაციის ასამაღლებლად.

 

ლომი

ლომებისთვის 2023 წელს რაიმე მნიშვნელოვან კარიერული მოვლენა ჰორიზონტზე არ ჩანს, მაგრამ არ ინერვიულოთ, რადგან დიდი შანსი გაქვთ, რომ თქვენი შემოსავალი გაზარდოთ გარშემომყოფთა ფინანსური მხარდაჭერით იანვრიდან გაზაფხულის შუა პერიოდამდე. ყურადღება მიაქციეთ ახალ ნაცნობებს: მათ შეუძლიათ კარგი გავლენა იქონიონ თქვენს კარიერულ ზრდაზე. ივლისის დასაწყისიდან ოქტომბრის ბოლომდე არსებობს კონფლიქტებისა და გაუგებრობის რისკი სამსახურში, კოლეგებთან და ხელმძღვანელობასთან, ამიტომ მოთმინება, გონიერება და დიპლომატია გმართებთ.

 

ქალწული

ქალწულებს 2023 წელს დიდი იმედი არ უნდა ჰქონდეთ კარიერულ ზრდასა და პერსპექტიულ შეთავაზებებთან დაკავშირებით, მაგრამ გული ნუ დაგწყდებათ, უმჯობესია მშვიდად განაგრძოთ საქმიანობა და დასახული მიზნის მისაღწევად იზრუნოთ. თქვენი საქმიანობა იმაზე მეტად შედეგიანი იქნება ფინანსური კუთხით, ვიდრე თავად ელოდებით. ვარსკვლავები ქალწულებს, ასევე, ურჩევენ, ბიუჯეტის სწორად განაწილება ისწავლონ და ვალებს რაც შეიძლება სწრაფად დაემშვიდობონ.

 

სასწორი

თითქმის მთელი წლის განმავლობაში სასწორისთვის მნიშვნელოვანია პარტნიორობა, რომლის წყალობითაც შეუძლია ნებისმიერი საქმე წარმატებით განახორციელოს. გაზაფხულზე დიდია კარიერული ზრდის ან პერსპექტიული სამუშაოს შეთავაზებების ალბათობა. ივლისიდან ოქტომბრამდე შესაძლოა კოლეგებთან გაუგებრობები წარმოიშვას და სამუშაო პროცესი შეფერხდეს. ნოემბრის შემდეგ დატვირთვა გაიზრდება. თუ დაღლილობას იგრძნობთ, მოუსმინეთ საკუთარ თავს, დაისვენეთ და მხოლოდ ამის შემდეგ შეგიძლიათ შეუდგეთ საქმეს განახლებული ენერგიით.

 

მორიელი

წლის დასაწყისიდან გაზაფხულის ბოლომდე მოგიწევთ კარგად იშრომოთ, ასევე, სავარაუდოდ, თქვენს კოლეგებს თქვენი დახმარება დასჭირდებათ, რაზეც უარს ვერ იტყვით. მაისის დასაწყისიდან დატვირთვა გაიზრდება, მაგრამ ამავდროულად ახალი პერსპექტიული პროექტები და საინტერესო წინადადებებიც გამოჩნდება. უიმედობა ნუ შეგიპყრობთ, რომ თქვენს შრომას სათანადო ნაყოფი არ მოაქვს: ნოემბრის შემდეგ თქვენი შემოსავალი გაიზრდება, დატვირთვა კი შემცირდება. რეკომენდებულია შესვენება, დროის სწორად განაწილება და არც ჯანსაღი ძილი დაივიწყოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში არსებობს გადაღლის დიდი შანსი,რაც თქვენს შრომისუნარიანობაზე ცუდად აისახება.

 

მშვილდოსანი

მშვილდოსნებს ურჩევენ, რომ წლის პირველ ნახევარში მაქსიმუმი გაიღონ, რადგან სწორედ ამ პერიოდში სამსახურში და ახალ პროექტებში წარმატების ალბათობა ბევრად მეტია. ზაფხულის ბოლოდან შემოდგომის შუა რიცხვებამდე არახელსაყრელი პერიოდი იქნება. შესაძლოა არ გქონდეთ საკმარისი ფინანსები, შეფერხდეს სამუშაო პროცესები, მოიმატოს ემოციურმა სტრესმა, მაგრამ ეს ნუ შეგაშინებთ – თუ კარგად იმუშავებთ, მაშინ ნოემბერში თქვენი შემოსავალი გაიზრდება და წლის ბოლოს შრომის ნაყოფს მოიმკით..

 

თხის რქა

შრომისმოყვარე თხის რქებს 2023 წელი შანსს მისცემს, ცოტათი დაისვენონ, საკუთარ თავს და საოჯახო საქმეებს დრო დაუთმონ. გამოიყენეთ ეს შესაძლებლობა ძალების აღსადგენად. ზაფხულის დასაწყისიდან ოქტომბრის ბოლომდე პერიოდი შესანიშნავი დროა თქვენი შემოსავლის გასაანალიზებლად და ფინანსების სწორად გადანაწილებისთვის. ნოემბრის შემდეგ მოსალოდნელია ახალი იდეები, კარიერული ზრდა ან სამუშაოს შეცვლა.

 

მერწყული

2023 წელი მერწყულს ბევრ ახალ შესაძლებლობას და იდეას მოუტანს. არ შეგეშინდეთ, თქვენი კომფორტის ზონიდან გამოხვიდეთ და ენერგიულად იმოქმედოთ, რადგან ზაფხულის დასაწყისიდან შესაძლოა თქვენი ენერგიულობა შემცირდეს, ამიტომ რეკომენდებულია, განსაკუთრებით აქტიური იყოთ წლის პირველ ნახევარში, მეორე ნახევარში კი მშვიდ რეჟიმში გააგრძელოთ დაწყებული საქმეები. იღბალიც თქვენ მხარეზეა და დიდ წარმატებებს მიაღწევთ.

 

თევზები

თევზები აგრძელებენ ფიქრს იმაზე, თუ როგორ გაზარდონ საკუთარი შემოსავალი. სამყარო მოგისმენთ და 2023 წლის გაზაფხულის შუა პერიოდიდან შესაძლებლობას მოგცემთ, სოლიდური თანხა გამოიმუშაოთ – შეეცადეთ ეს მომენტი ხელიდან არ გაუშვათ! მარტო ყოფნა და საკუთარ თავში ჩაღრმავება ძალების მობილიზებაში დაგეხმარებათ, რათა აქტიურად შეუდგეთ საქმეს. სექტემბრიდან დეკემბრამდე ღირს განსაკუთრებული ყურადღება მიაქციოთ ფინანსების განაწილებას და არ ეცადოთ რამდენიმე პრობლემის ერთდროულად გადაჭრას. ნოემბრიდან რაიმე ახლის ათვისების სურვილი და შესაძლებლობა გაჩნდება.

თამთა გურული

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close