ვიდეოკინო/ფილმები

ტომ კრუზმა ჰოლივუდის ისტორიაში ყველაზე სახიფათო ილეთი შეასრულა (ვიდეო)

ამერიკელი მსახიობი ტომ კრუზი ჰოლივუდის ისტორიაში ყველაზე მასშტაბურ და საშიშ ტრიუკს აკეთებს.

ახალი „შეუსრულებელი მისიისთვის“ ის მოტოციკლეტით კლდიდან გადახტა.

„ეს ყველაზე საშიში ტრიუკია, რომელიც ოდესმე გაგვიკეთებია. წლებია, რაც ამაზე ვმუშაობთ. ახლა ნორვეგიაში ვიმყოფებით, სადაც კლდიდან მოტოციკლეტით გადავეშვები. ამის გაკეთება ბავშვობიდან მინდოდა. ეს ყველაფერი კი მაყურებლისთვისაა“, – ამბობს მსახიობი.

კინოსტუდია „პარამაუნტის“ მიერ გამოქვეყნებულ ვიდეოში ნაჩვენებია, თუ როგორ ემზადება კრუზი და მისი გუნდი ამ ტრიუკის შესასრულებლად.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close