7 რამ, რაც ახალ წლამდე უნდა მოიშოროთ თავიდან, რომ თქვენი ცხოვრება უკეთესობისკენ შეიცვალოს!
ახალი წელი შესანიშნავი დროა მომავალი ცვლილებებისთვის ცხოვრებაში. იმისთვის, რომ უფრო ნათელ ეტაპზე გადავიდეთ, როგორც ეზოთერიკოსები ამბობენ, პირველ რიგში, ვიშორებთ ნივთებს, რომლებსაც დიდი ხანია არ ვიყენებთ, აღარაფერში გვჭირდება. მაშინაც კი, თუ ფიქრობთ, რომ უკვე ყველაფერი მოიშორეთ, რაც გადასაყრელი იყო, კარგად მიმოიხედეთ ამ გარშემო და რაც რაიმე არასასიამოვნოს გახსენებთ, მოიშორეთ, მალე ნახავთ, რომ თქვენი ცხოვრება უკეთესობისკენ შეიცვლება.
შეუსაბამო ტანსაცმელი
მოიშორეთ თუნდაც ქვედაბოლო, ან კაბა, რომელსაც აღარასოდეს ჩაიცვამთ, ან ნაჩუქარი ტანსაცმელი, რომლის ტარებაც არასასიამოვნოა. თავისუფლად მოიშორეთ ყველაფერი, რაშიც თავს არაკომფორტულად გრძნობთ. ეზოთერიკოსების აზრით, შეუსაბამო ტანსაცმელი არა მხოლოდ ბოჭავს სხეულს, არამედ სისხლის მიმოქცევასაც კი აფერხებს.
ნივთი განსაკუთრებული შემთხვევისთვის
ეს შეიძლება იყოს ტანსაცმელი, რომელიც იდეალურია თემატური წვეულებისთვის (რომელიც ნაკლებად სავარაუდოა, რომ ვინმემ მოაწყოს) ან სამოსი, რომელიც ისე ეფექტურად აღარ უხდება თქვენს გარეგნობას. ამოისუნთქეთ, დახუჭეთ თვალები და სამუდამოდ მოიშორეთ არასაჭირო ნივთები, რაც არ უნდა ლამაზი და „განსაკუთრებული“ იყოს ისინი. თუ წელიწადზე მეტია არ ჩაგიცვამთ, ახლა ნამდვილად აღარ გჭირდებათ.
„დავიწყებული ტანსაცმელი“
მოიცალეთ „დავიწყებული“ სამოსისთვის. შეხედეთ ყველაზე შორეულ თაროებს და გადმოალაგეთ ყველაფერი, რაც გასული წლის განმავლობაში არ ჩაგიცვამთ, ან რისი არსებობაც საერთოდ დაგავიწყდათ. ეს ყველაფერი შეიძლება დაუნანებლად მისცეთ სხვებს ან სანაგვეში გადაუძახოთ – ასეთი ტანსაცმელი თქვენთვის „მეორე სიცოცხლეს“ აღარ მოიპოვებს.
„აუტანელი“ ნივთები
როგორიც არ უნდა იყოს თქვენი საყვარელი სვიტერი ან ჯინსი, ლაქები და ნაკაწრები მათ აუფასურებს, რაც იმას ნიშნავს, რომ ისინი უბრალოდ „აუტანელი“ ხდება. შეამოწმეთ თქვენი ტანსაცმელი და ნივთები ლაქებით, ნაკაწრებითა და ნახვრეტებით მოაშორეთ!
უცხო ნივთები
რეკომენდებულია ახალ წელს ვალების გარეშე შეხვდეთ, ასევე, არ ჩაიცვათ და არ გქონდეთ გარდერობში ნათხოვარი ნივთები. უპირველეს ყოვლისა, ისინი წინა მფლობელების ენერგიას ატარებენ, რომელიც შეიძლება ყოველთვის არ იყოს „ვარდისფერი“ და პოზიტიური. მეორეც, ნათხოვარი ნივთები (მათ შორის, ტანსაცმელი) ხელს შეგიშლით თქვენს ცხოვრებაში ფინანსური კეთილდღეობის მოზიდვაში.
ცუდი ასოციაციები
თუ რაიმე ნივთი თქვენში ნეგატიურ მოგონებებს იწვევს, დაუნანებლად მოიშორეთ ის და არ იდარდოთ. ნივთები წარსულის უსიამოვნო კვალით მხოლოდ მოწამლავს თქვენი სივრცის ენერგიას და ხელს შეგიშლით, რომ ახალ წელს უფრო ბედნიერი იყოთ.
დეფექტიანი კოლჰოტები და წინდები
ხშირად დეფექტიან ნივთებს ვიყენებთ – ვფიქრობთ, რომ მაინც ვერავინ დაინახავს მათ ხარვეზს, თუმცა ფსიქოლოგები აღნიშნავენ, რომ ასეთი ჩვევები გავლენას ახდენს ჩვენს თვითშეფასებაზე. და თუ გსურთ საკუთარი თავის ჭეშმარიტი სიყვარული ისწავლოთ, თავდაჯერება გაგიძლიერდეთ, არ დაიზაროთ ახალი კოლჰოტებისა და წინდების შეძენა, ძველი კი გადაყარეთ. გარეგნულად არაფერი შეიცვლება, მაგრამ თქვენი თვითშეფასება უფრო მაღალ დონეზე ავა და შედეგიც არ დააყოვნებს.
თამთა გურული
კომენტარები