იტალიაკრიმინალი

იტალიაში 23 წლის ქართველი დააკავეს

ნეაპოლში 23 წლის ქართველი დააკავეს – ამის შესახებ ინფორმაციას იტალიური მედია ავრცელებს. 

გამოცემის თანახმად, 16 დეკემბერს საღამოს პოლიციის პრევენციის სამსახურის თანამშრომლებმა, ტერიტორიის კონტროლის დროს, ნეაპოლში შენიშნეს ქალი, რომელიც მისდევდა კაცს, რომელმაც მისი თქმით, ტელეფონი წაართვა. გამოცემა წერს, რომ პოლიცია დაეწია და დააკავა დამნაშავე, რომელსაც მობილური ტელეფონი თან ჰქონდა.

იტალიური მედიის ცნობით, ქურდობის ბრალდებით დააკავეს 23 წლის ქართველი, ხოლო მობილური ტელეფონი მფლობელს დაუბრუნეს. არსებული ინფორმაციით, დაკავებული იტალიაში არალეგალურად იმყოფება.

mtavari.tv

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close