მედიცინამსოფლიო

საფრანგეთის ჯანდაცვის სამინისტრო მოსახლეობას პირბადის ტარებისკენ მოუწოდებს

საფრანგეთის მთავრობის რეკომენდაციის მიუხედავად ქვეყნის საზოგადოებრივ ტრანსპორტში პირბადე თითქმის არავის უკეთია.

საფრანგეთის ჯანდაცვის მინისტრი მოქალაქეებს მოუწოდებს, დაიცვან უსაფრთხოების ზომები. ამის შესახებ მან პარიზის ერთ-ერთ საავადმყოფოში ვიზიტისას განაცხადა.

„ყველას ვთხოვ, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობისას ატაროს პირბადე. განსაკუთრებით ისეთ ადგილებში, სადაც ერთმანეთთან ახლოს ვართ, რადგან არ ვიცით ჩვენ გვერდით მყოფი ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა. შეიძლება, ის კიბოთია დაავადებული და მკურნალობს, ან მას ახლახან გადაუნერგეს ფილტვები ან თირკმლი. ეს თითოეული ჩვენგანის პასუხისმგებლობაა. მოდით, დავუბრუნდეთ თავდაცვისა და უსაფრთხოების ჩვევებს“, – განაცხადა საფრანგეთის ჯანდაცვის მინისტრმა ფრანსუა ბრონმა.

თუმცა მოსახლეობა უკვე გადაღლილია კოვიდით გამოწვეული შეზღუდვებით. მოქალაქეებს პირბადის გაკეთება აღარ სურთ.

„უნდა იყოს თუ არა პირბადის ტარება სავალდებულო? –  ეს რთული კითხვაა. პირადად მე მიმაჩნია, რომ გამოსავალი უნდა ვიპოვოთ და კოვიდს საბოლოოდ შევეჩვიოთ. ისეთი შთაბეჭდილება მაქვს, რომ ვირუსი დასრულდება თუ არა, მალევე ბრუნდება. რთულია, კვლავ მოსთხოვო ხალხს პირბადეების ტარება. მოსახლეობას ეს ყველაფერი უკვე მოჰბეზრდა. მიმაჩნია, რომ არ უნდა გვქონდეს ამის ვალდებულება”, – ამბობს ფრანგი ედი პაულო მიგელი.

ამავდროულად, საფრანგეთში კოვიდის პარალელურად გრიპის მრავალი შემთხვევა გამოვლინდა.

განსაკუთრებით ბავშვებში ბრონქების დაავადებაა გავრცელებული, საფრანგეთის ჯანდაცვის სისტემა რთულ მდგომარეობაშია.

euronewsgeorgia.com

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close