მოგზაურობატექნოლოგიები

ევროკომისიის გადაწყვეტილებით, ფრენისას მგზავრებს ტელეფონის ჩვეულებრივად გამოყენება შეეძლებათ – BBC

ევროკავშირში ავიამგზავრები ფრენისას შეძლებენ, სრულფასოვნად ისარგებლონ თავიანთი მობილური ტელეფონებით და აღარ ჩართონ „ფრენის რეჟიმი“. ამის შესახებ BBC წერს. 

ევროკომისიამ დაადგინა, რომ ავიაკომპანიებს შეუძლიათ ბორტზე 5G ტექნოლოგიის ხელმისაწვდომობა უზრუნველყონ უფრო ნელი მობილური მონაცემების პარალელურად. ეს შეიძლება ნიშნავდეს, რომ მგზავრებს აღარ მოუწევთ თავიანთი მობილური ტელეფონების გადართვა ფრენის რეჟიმზე, თუმცა როგორ იქნება ეს ყველაფერი რეალიზებული, კონკრეტული დეტალები ჯერჯერობით გაურკვეველია.

ევროკომისიამ ვადაც დაადგინა – წევრმა ქვეყნებმა 2023 წლის 30 ივნისამდე უნდა შეძლონ 5G სიხშირეების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა ბორტზე.

რა დოზით შეეძლებათ მგზავრებს ტელეფონების გამოყენება ფრენის დროს? გამოცემის ცნობით, მათ შეეძლებათ გამოიყენონ თავიანთი ტელეფონის ყველა ფუნქცია, მათ შორის, მუსიკისა და ვიდეოების გადმოტვირთვის ჩათვლით.

ევროკომისიაში მიაჩნიათ, რომ ინტერნეტის სიხშირეების გამოყენება ხელს არ უშლის ფრენის ავტომატური მართვის სისტემების მუშაობას, რაზეც ადრე შიშობდნენ.

დაი უიტინგემმა, დიდი ბრიტანეთის ფრენების უსაფრთხოების კომიტეტის აღმასრულებელმა დირექტორმა „ბიბისის“ უთხრა, რომ ფრენის რეჟიმი ისტორიულად მნიშვნელოვანია იმის ცოდნის ნაკლებობის გამო, როგორ ზემოქმედებენ მობილური მოწყობილობები თვითმფრინავებზე.

„არსებობდა შიში, რომ მათ შეუძლიათ ხელი შეუშალონ ფრენის მართვის ავტომატური სისტემების მუშაობას, – აღნიშნა მან, – თუმცა გამოცდილებამ აჩვენა, რომ ხელშეშლის რისკი ძალიან მცირეა“.

ნუცა ყაველაშვილი

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close