ჰოროსკოპი

ზოდიაქოს 4 ყველაზე გულწრფელი ნიშანი – ისინი არასოდეს მოგატყუებენ

ადამიანების უმეტესობა გარკვეული მიზეზების გამო დროდადრო ტყუილს ამბობს, ზოგიერთი კი უბრალოდ ვერ იტანს ამგვარ ქცევას, ხელმძღვანელობს დევიზით: „ჯობს მწარე სიმართლე, ვიდრე ტკბილი ტყუილი“. ასტროლოგების აზრით, ცხოვრებისადმი ასეთი მიდგომა განსაკუთრებით აქტუალურია ზოდიაქოს 4 ნიშნის წარმომადგენლებისთვის.

ზოდიაქოს ყველა ნიშანს შეუძლია იყოს გულწრფელი, მაგრამ, როგორც ასტროლოგები ამბობენ, ზოგიერთ მათგანს აქვს გარკვეული თვისებები და შეზღუდვები, რაც მათ გულახდილობას ზღუდავს კონფლიქტურ სიტუაციებში. მაგალითად, სასწორი, რომელსაც ვენერა მართავს, ზოდიაქოს ის ნიშანია, რომელიც პარტნიორობას აფასებს და ვერ იტანს კონფლიქტს. ასტროლოგების აზრით, ჰარმონიისა და წონასწორობის ძლიერმა მოთხოვნილებამ შეიძლება აიძულოს სასწორის ზოდიაქოს ნიშნის წარმომადგენლები, დამალონ, რასაც სინამდვილეში გრძნობენ, რათა სიმშვიდე შეინარჩუნონ.

ცეცხლის სტიქიისა და კარდინალური მოდალობის წარმომადგენლები სულ სხვაგვარად მოქმედებენ.  ხშირად ისინი ოპონენტებს სიმართლეს პირდაპირ ეუბნებიან, არ ფიქრობენ რა  შედეგი შეიძლება  მოჰყვეს  მათ სიტყვებს. მათი პირდაპირობა ზოგჯერ ადამიანებს შეურაცხყოფს, მათთვის დისკომფორტის განცდა ან, უფრო უარესი, სულიერი ტანჯვა მოაქვს, თუმცა ამ ზოდიაქოს ნიშნების წარმომადგენლებს არაგულწრფელობაში ვერავინ ვერასდროს დაადანაშაულებს.

ვერძი (21 მარტი – 19 აპრილი)

ვერძი ნებისმიერ საქმეს მთლიანად უძღვნის თავს. იგივე შეიძლება ითქვას ურთიერთობებზეც. ასტროლოგების თქმით, ვერძს მარსი მართავს, ამიტომ მის ქმედებაზე ორიენტირებული საკმაოდ აგრესიული ნიშანი ენას არ აჩერებს და დაპირისპირებას არ ერიდება. ის მიჩვეულია, რომ თავისი გრძნობები პირდაპირ, მოურიდებლად გამოხატოს, რაც შეიძლება უხერხული იყოს ირგვლივ მყოფებისთვის და დააბნიოს ისინი.

თუ ვერძი ხართ და საკუთარ თავში ამგვარი ქცევა შენიშნეთ, მაშინ დაყოვნება უნდა ისწავლოთ  – 5, 10, 30 წუთი, სანამ ვინმეს პირში მიახლით, რას ფიქრობთ მასზე. ამ დროს თქვენი ემოციების სიმძაფრე დაიკლებს და შეგეძლებათ არსებული სიტუაციისადმი თქვენს დამოკიდებულებას გადახედოთ. ეს ყველასთვის უკეთესი იქნება.

ქალწული  (23 აგვისტო – 22 სექტემბერი)

რამდენადაც ქალწულები ძალიან კრიტიკულები არიან, სანამ რაიმე გადაწყვეტილებას მიიღებენ, ისინი ყოველთვის გაიაზრებენ მოსალოდნელ დადებით და უარყოფით შედეგებს. ხასიათის ეს თვისება ეხმარება მათ, აირჩიონ სწორი გზა და ნებისმიერ ადამიანს შეეწინააღმდეგონ, პირდაპირ მიუთითონ მის არასწორ საქციელზე.

თუ ქალწულს სთხოვთ, პატიოსნად გამოხატოს თავისი აზრი, ასეც მოიქცევა და შესაძლოა არ მოგეწონოთ, რასაც მისი პირიდან გაიგონებთ. შეგვიძლია ქალწულის ნიშნის წარმომადგენლებს ნამდვილი მეგობრები ვუწოდოთ, რადგან ისინი ყოველთვის დაგეხმარებიან პიროვნულ განვითარებაში და შეცდომების გამოსწორებაში.

ლომი (23 ივლისი – 22 აგვისტო)

ლომებს, ზედმეტი ფიქრისა და დაყოვნების გარეშე, ირგვლივ ყველაფრის დრამატიზებისა და ემოციების სხვებზე გადატანისკენ აქვთ მიდრეკილება. ლომი ზოდიაქოს ის ნიშანია, რომელიც მოურიდებლად გეტყვით, რომ ჩაცმის არჩეული სტილი გასუქებთ, თმა კი ცუდად გაქვთ  შეჭრილი, მაგრამ არა იმიტომ, რომ განზრახ გაწყენინოთ, – მას სრულიად განსხვავებული მოტივები აქვს.

საქმე ისაა, ლომი ყოველთვის ისწრაფვის, გახდეს ლიდერი, დაამტკიცოს თავისი ავტორიტეტი… და, მისი აზრით, საყოველთაო ნდობისა და პატივისცემის მოსაპოვებლად საუკეთესო სტრატეგია სრული გულწრფელობაა. „ასე რომ, ლომს, უბრალოდ, არ შეუძლია, მატყუარა იყოს“, – ამბობენ ასტროლოგები.

 მშვილდოსანი (22 ნოემბერი – 21 დეკემბერი)

თუ გინდათ, რომ ვინმემ სრული სიმართლე გითხრათ შეულამაზებლად, მშვილდოსანს  მიმართეთ. ასტროლოგების თქმით, სწორედ ეს ზოდიაქოს ნიშანია ცნობილი იმით, რომ უპირატესობას ანიჭებს „ხმამაღლა ფიქრს“ – როგორც კი რაიმე აზრი მოუვა თავში, მაშინვე ახმოვანებს. ასე რომ, შეგიძლიათ დარწმუნებული იყოთ მისი სიტყვების გულწრფელობაში.

ასევე, მშვილდოსანს იუპიტერი მართავს, რომელიც ეთიკასთან, ფილოსოფიასთან, სამართალთან და უმაღლეს განათლებასთან ასოცირდება. მშვილდოსანი მუდამ ჩქარობს „სადღაც შორს“ სიმართლის საძებრად. მმართველი პლანეტის ზემოქმედებით, მისი ხასიათის ძლიერი თვისება ჭეშმარიტების ძიება, თვალსაწიერის გაფართოება და გულწრფელობა ხდება.

თამთა  გურული

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close