იტალიაკრიმინალი

მილანში, სავაჭრო ცენტრში თავდამსხმელმა რამდენიმე ადამიანი დაჭრა, მათგან ერთი გარდაიცვალა

დღეს საღამოხანს, ადგილობრივი დროით 18:30 სთ-ზე მილანში, ასაგოს სავაჭრო ცენტრში, რომელიც მილანოფიორის ქუჩაზე მდებარეობს, სისხლიანი ინციდენტი მოხდა – მამაკაცი მოულოდნელად თავს დაესხა ადამიანებს და ცივი იარაღით სერიოზული ჭრილობები მიაყენა.

„ლა რეპუბლიკას“ ინფორმაციით, თავდასხმა მაღაზია „კარფურში“ მოხდა, დაჭრილია 6 ადამიანი, რომელთაგან 4-ის მდგომარეობა მძიმედ შეფასდა, ორის – შედარებით მსუბუქად. მძიმედ დაჭრილთაგან ერთი – მაღაზიის მოლარე საავადმყოფოში გადაყვანისას გარდაიცვალა. მძიმედ დაჭრილებს შორის არის, აგრეთვე, „მონცას“ ესპანელი ფეხბურთელი პაბლო მარი. იგი მილანის ნიგუარდას საავადმყოფოში გადაიყვანეს. „ანსას“ ცნობით, ფეხბურთელი გონზეა და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

პაბლო მარი

მომხდარის გამო სავაჭრო ცენტრიდან ადამიანების ევაკუაცია განხორციელდა.

კორსიკოს კარაბინერებმა თავდამსხმელი – 46 იტალიელი მამაკაცი დააკავეს.

პირველადი ინფორმაციით, თავდამსხმელმა, რომელიც მძიმე დეპრესიით იტანჯებოდა და სავალდებულო მკურნალობას გადიოდა, „კარფურის“ თაროდან მოულოდნელად დანა აიღო და გარშემო მყოფებს დაესხა თავს, ვინც ხელში მოხვდა. სხვა კლიენტებმა მისი შეჩერება შეძლეს და ადგილზე მისულ კარაბინერებს გადასცეს.

ნინო ხოშტარია

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close