ეკონომიკამოგზაურობა

ქუთაისის აეროპორტის გახსნა გადაიდო – მნიშვნელოვანი ინფორმაცია მგზავრთა საყურადღებოდ

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი რეისების მიღებას 31 ოქტომბრიდან შეძლებს. Wizz Air-ის და FlyArystan-ის ფრენები კვლავ თბილისიდან შესრულდება.

„არახელსაყრელი მეტეოროლოგიური პირობების გამო ასაფრენ-დასაფრენი ზოლის საფუძველზე სარეაბილიტაციო სამუშაოები ჯერ კიდევ გრძელდება და აეროპორტი რეისების მიღებას 31 ოქტომბრიდან შეძლებს. ამ პერიოდში კი რეისები თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან შესრულდება.

ავიაკომპანიებს, რომლებიც ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ოპერირებენ ( Wizz Air, Wizz Air Abu Dhabi, FlyArystan), ინფორმაცია ამის შესახებ მიწოდებული აქვთ და, თავის მხრივ, მგზავრებს აცნობეს/აცნობებენ“, – ნათქვამია ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის განცხადებაში.

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის ასაფრენ-დასაფრენი ბილიკის რეაბილიტაცია 10 ოქტომბერს დაიწყო და 24 ოქტომბერს უნდა დასრულებულიყო. ამ პერიოდში ავიაკომპანია Wizz Air-ი რეისებს თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან ასრულებდა.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close