აიკრძალება თუ არა პარიზში ელექტროსკუტერები – ტრანსპორტის დადებითი და უარყოფითი მხარეები
ელექტროსკუტერები ევროპის ბევრ დიდ ქალაქში, მათ შორის, პარიზში ლანდშაფტის ნაწილი გახდა.
სკუტერების მძღოლები ტრანსპორტს ძალიან საჭიროდ მიიჩნევენ. როდესაც მეტრო გადაჭედილია ან ავტობუსები პიკის საათის დროს საცობშია ჩარჩენილი, სკუტერები შეიძლება იყოს ბოლო წუთების ვარიანტი, რომელიც მათ სამუშაოზე ან დანიშნულების ადგილზე დროულად მიიყვანს.
თუმცა, ელექტრომოწყობილობებს ბევრი აკრიტიკებს იმ მიზეზით, რომ ისინი იწვევს ტროტუარების დაბინძურებას ან უარესს – სასიკვდილო ავარიებს.
პარიზის მერის მოადგილემ, დევიდ ბელიარმა ელექტროსკუტერებს უბედური შემთხვევებისადმი მიდრეკილი და გარემოს საწინააღმდეგო უწოდა, ხოლო მისმა მწვანეთა პარტიამ მოითხოვა მათი აკრძალვა ქალაქში მაშინ, როდესაც ოპერატორებს კონტრაქტი თებერვალში ეწურებათ.
ოპერატორების – Dott-ის, TIER-ის და Lime-ის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ მათ მიერ მართული 15 000 ელექტრონული სკუტერი არ არის დამნაშავე ქალაქში მომხდარ ყველა ცუდ ამბავში. მათ პარიზის მერიის ოფისს წარუდგინეს მონაცემები, რომლებშიც ამტკიცებენ, რომ ელექტრონული სკუტერები დედაქალაქში მთავარ სატრანსპორტო საშუალებად გადაიქცა. დოკუმენტებში ასევე წერია, რომ ელექტროსკუტერების მძღოლები არ აჭარბებენ სიჩქარის ლიმიტს და სატრანსპორტო საშუალებებს ნებადართულ ადგილებში აჩერებენ.
წყარო: fortuna.ge
კომენტარები