მედიცინაიტალია

რომში ტვინის ოპერაციის დროს პაციენტი საქსოფონზე უკრავდა და ექიმებს ელაპარაკებოდა (ვიდეო)

იტალიაში ტვინის ოპერაციის დროს პაციენტი საქსოფონზე უკრავდა. ინფორმაციას „ლა რეპუბლიკა“ ავრცელებს.

35 წლის G. Z., უცხოური წარმოშობის, თუმცა რომში დამკვიდრებული მელომანი, რომელსაც თავის ტვინიდან სიმსივნის მოსაშორებლად ოპერაცია ჩაუტარდა, ქირურგიული ჩარევის დროს ექიმების თხოვნით საქსოფონზე უკრავდა.

ნეიროქირურგების თქმით, ამოცანას ართულებდა ის ფაქტი, რომ პაციენტი ცაციაა, ოპერაციის მსვლელობისას საქსოფონზე დაკვრა კი მათ საშუალებას აძლევდა, ტვინის ფუნქციებს უკეთ დაჰკვირვებოდნენ.

ოპერაცია გასულ ორშაბათს ჩატარდა რომში, პაიდეიას საერთაშორისო საავადმყოფოში, 4 დღის შემდეგ, პარასკევს კი პაციენტი უკვე სახლში გაწერეს. იგი თავს კარგად გრძნობს. კომენტირებისას მან აღნიშნა, რომ ოპერაციის დროს საოცრად მშვიდი ატმოსფერო სუფევდა.

„პაციენტს ადგილობრივი ანესთეზიით ჩაუტარდა ოპერაცია, მთელი პროცესის დროს მშვიდად იყო, შეეძლო განუწყვეტლად დაეკრა საქსოფონზე და ჩვენც დაგვლაპარაკებოდა. ის ფაქტი, რომ იგი უკრავდა, საშუალებას გვაძლევდა ტესტირება მოგვეხდინა და შეგვედგინა მისი ტვინის რუკა ფუნქციების ძალიან დიდ სირთულეზე“, – განაცხადა ნეიროქირურგმა კრისტიან ბრონგამ. მისივე თქმით, სიმსივნე, ფაქტობრივად, მთლიანად ამოკვეთეს პაციენტის ნევროლოგიური ფუნქციების დაუზიანებლად.

ეს ასეთი სირთულის ერთ-ერთი იშვიათი ოპერაციაა, რომელიც კერძო კლინიკაში ჩატარდა.

ნინო ხოშტარია

იტალიელმა ქალმა თავის ტვინის ოპერაციის დროს ზეთისხილის 90 ფარშირებული ბურთულა მოამზადა

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close