newsსაბერძნეთი

ათენის ცენტრში საავტომობილო მოძრაობა 10 ოქტომბრიდან ისევ შეიზღუდება

ორშაბათს, 10 ოქტომბერს ისევ ბრუნდება საავტომობილო მოძრაობის შეზღუდვა ათენის ცენტრში, რომელიც მის განტვირთვას ისახავს მიზნად. კერძოდ, ავტომობილებს, რომელთა სანომრე ნიშნებიც კენტი რიცხვით მთავრდება, შეეძლებათ ქალაქის ცენტრში შესვლა თვის კენტ რიცხვებში, ხოლო წყვილნომრიან ავტომობილებს – წყვილ რიცხვებში. 

ე. წ „ათენის წრე“ (Δακτύλιος), რომლის ფუნქციონირებაც ზაფხულში შეჩერდა, 10 ოქტომბრიდან ძალაში იქნება დილის 7 საათიდან საღამოს 10 საათამდე – ორშაბათიდან ხუთშაბათამდე, ხოლო პარასკევობით – დილის 7-იდან დღის 3 საათამდე.

შეზღუდვები არ ვრცელდება ავტომობილებზე, რომელთა მიერ გამონაბოლქვი ნახშირორჟანგის (CO2) რაოდენობა 120 გ/კმ-ს არ აღემატება. ასეთი ელექტრომობილების, ბუნებრივ ან თხევად გაზზე მომუშავე და ჰიბრიდული ავტომანქანების, აგრეთვე, Евро-6 სტანდარტის დიზელის ძრავის მქონე სატრანსპორტო საშუალებების მფლობელებმა შეზღუდვისგან გათავისუფლების სპეციალურ ნებართვაზე განაცხადი უნდა შეიტანონ საიტის daktylios.gov.gr მეშვეობით.

მოქალაქეთა დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მძღოლებს, რომლებსაც გასულ წელს ჰქონდათ ანალოგიური ნებართვა, 10 დღე აქვთ მის გასაგრძელებლად.

შეზღუდვა არ ეხებათ ამ ქუჩებზე მუდმივად მცხოვრებ მოქალაქეებს, ექიმებს, რომლებსაც აქვთ სპეციალური ნიშნები, ავტომობილებს, რომლებსაც შშმ პირები გადაჰყავს და სხვ.

ნინო ბაჯელიძე

p. s. „ათენის წრეს“  შემდეგი ქუჩები და პროსპექტები ქმნის:

Λ. Αλεξάνδρας – Ζαχάρωφ – Λ. Μεσογείων – Φειδιππίδου – Μιχαλακοπούλου – Σπύρου Μερκούρη – Βρυάξιδος – Υμηττού – Ηλ. Ηλιού – Ανδρ. Φραντζή – Λ. Ανδρ. Συγγρού – Χαμοστέρνας – Πειραιώς – Ιερά Οδός – Λ. Κωνσταντινουπόλεως – Αχιλλέως – Πλατεία Καραϊσκάκη – Καρόλου – Μάρνη-28ηης Οκτωβρίου -Πατνσ.) Αλεξάνδρας».

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close