ჰოროსკოპი

„ეს ოქტომბერი საკმაოდ არაერთგვაროვანი და საინტერესო მოვლენებით იქნება დახუნძლული“ – ასტროლოგ ხათუნა ნოელის პროგნოზი

„ძველისა და ახლის ჭიდილი ამ ეტაპზე ჯერჯერობით შესაძლოა ისევ ძველის გამარჯვებით დასრულდეს, …  თუმცა განახლების დრო თანდათან უფრო ახლოვდება“, – ასტროლოგი ხათუნა ნოელი სოციალურ ქსელში, ფეისბუქგვერდ „ასტროზონაში“ წერს იმ „საინტერესო და არაერთვაროვან“ მოლენებზე, რომლებიც, მისი აზრით, მიმდინარე თვეში გველოდება.

„ეს თვე, 2022 წლის ოქტომბერი, საკმაოდ არაერთგვაროვანი და საინტერესო მოვლენებით იქნება დახუნძლული. განსაკუთებით, მისი მეორე ნახევარი. საკითხები, რომელთა გადაწყვეტაც დროში უკვე კარგა ხანია იწელებოდა, ზოგ შემთხვევაში გასული წლიდან მოყოლებულიც კი, ახლა უკვე დასასრულს უახლოვდება. გვინდა თუ არ გვინდა, მაინც მოგვიწევს მათი სისრულეში მოყვანა.

რაღა თქმა უნდა, ასტროლოგიის მცოდნენი მიხვდებოდით, რომ საუბარი მაქვს სატურნისა და ურანის ურთიერთდაძაბულ ასპექტზე, რომელიც მთლიანად ამ ოქტომბრის თვეს გასდევს ფონად.

ძველისა და ახლის ჭიდილი ამ ეტაპზე ჯერჯერობით შესაძლოა ისევ ძველის გამარჯვებით დასრულდეს, რადგან სატურნი თავისი მეორე მმართველობის ნიშანში – მერწყულში გაცილებით უკეთეს პოზიციას ინარჩენებს, ვიდრე კუროს ზოდიაქოში ე.წ. „გაძევებაში“ მყოფი ურანი. სიახლეები და ცვლილებები გაჭირვებით იკიდებენ ფეხს, თუმცა განახლების დრო თანდათან უფრო ახლოვდება.

ამ ძალზე მნიშვნელოვან ასპექტს თვის ბოლოს კიდევ რამდენიმე საკვანძო თემა დაემატება. ერთ-ერთი, რასაკვირველია, მზის დაბნელებაა, რომელიც მორიელის ნიშნის მე-2 გრადუსზე მოხდება, მინდა შეგახსენოთ, რომ მზის დაბნელების გარშემო 2-კვირიან არეალში მომხდარი მოვლენები მინიმუმ 6 თვეს არ კარგავენ თავის აქტუალურობას, თუმცა უფრო გრძელვადიანი ზემოქმედებაც კი შეიძლება ჰქონდეთ, კერძოდ კი, დაახლოებით 18, 5-წლიანი.

გვაქვს საკმაოდ რთული კიდევ ერთი ასპექტი – მარსი-ნეპტუნის კვადრატურა. რას გამოიწვევს ძნელი სათქმელია, სცენარი სხვადასხვა შეიძლება იყოს, თუმცა მათგან სახარბიელო არცერთი. მასობრივი განადგურების ქიმიური იარაღის გამოყენებაც, გაჟონვა რომელიმე ქიმკომინატში, ნავთობის ჩაღვრა ზღვაში, ძლიერი შტორმები და ცუნამის შესაძლებლობა, ასევე კულისებმიღმა ქმედებები, რომლებიც სააშკარაოზე გამოვლენ… არ გამოვრიცხავ რომელიმე დიდი გემის ჩაძირვასაც.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მოვლენა – 28 ოქტომბერს რეტროგრადული იუპიტერის თევზების ზოდიაქოში დაბრუნება იქნება. შეგახსენებთ, ჩვენი სისტემის ეს გიგანტი 2021 წლის 29 დეკემბრიდან 2022-ის 12 მაისის ჩათვლით უკვე მოძრაობდა ამ ნიშანში. და აი ახლა, 20 დეკემბრამდე ხელახლა გაივლის იმავე გრადუსებს. და ბოლოს, ამ თვის ბოლო აკორდი – 30 ოქტომბერს მარსიც უკუსვლითი ხდება.

ეს მოვლენებიც, მისახვედრია ალბათ, რომ წარსული თემების რევიზია – გადასინჯვას შეუწყობენ ხელს.

მოკლედ, წინ საკმაოდ რთული და ამავდროულად საინტერესო პერიოდი გველის. ვიხილავთ საკმაოდ მაღალი თანამდებობებიდან თავისი ნებით წასვლებსაც და მოხსნებსაც, სტრუქტურების შიდა რღვევებს, ხელშეკრულებების და ძველი მოკავშირეების დაშლას… ბევრი, ძალიან ბევრი რამ შეიცვლება წლის ბოლომდე. დაველოდოთ“, – წერს ხათუნა ნოელი.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close