მსოფლიო

„დასავლეთმა პუტინს უთხრა, რომ პირადად მას მოკლავენ, თუ ბირთვულ იარაღს გამოიყენებს“ – პოლიტოლოგი ანდრეი პიონტკოვსკი

რა თქვა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა

„დასავლეთმა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს არაორაზროვნად უთხრა, რომ ბირთვული იარაღის გამოყენების შემთხვევაში მას და რუსეთის ფედერაციას „გამანადგურებელ დარტყმას მიაყენებენ“, – განაცხადა პოლიტოლოგმა ანდრეი პიონტკოვსკიმ „Эспрессо“-ს ეთერში. ამის შესახებ სააგენტო „უნიანი“ იტყობინება.

მისი თქმით, პუტინი 15 წელი წარმატებით იყენებდა შანტაჟს ბირთვული იარაღის გამოყენების მუქარით, რის შედეგადაც უკრაინა და საქართველო NATO-ში არ მიიღეს 2008 წელს და შემდეგაც. გარდა ამისა, პოლიტოლოგის თქმით, დასავლეთის მხრიდან არანაირი რეაგირება არ მოჰყოლია ომს საქართველოში [2008 წელს], ყირიმის ანექსიას [2014 წელს] და ა.შ., თუმცა პიონტკოვსკის მიაჩნია, რომ დასავლეთმა ბოლოს და ბოლოს დაძლია ამ შანტაჟის შიში და ტაქტიკური ბირთვული იარაღის სისტემა შექმნა.

„პუტინს ყველა დონეზე, პირადად ბაიდენის გარდა, არაორაზროვნად უთხრეს. ბაიდენმა კი ითხოვა, რომ მისთვის [პუტინისთვის] კითხვა დაესვათ. პუტინს უპასუხეს, რომ [რუსეთის მხრიდან] ბირთვული იარაღის გამოყენების გამო დასავლეთი კაპიტულაციას არ გამოაცხადებს, პირიქით,  მზად იქნება გამოიყენოს ტაქტიკური ბირთვული იარაღი და სხვა საშუალებები და გამანადგურებელ დარტყმას მიაყენებს რუსეთს, მათ შორის, პუტინსაც. მარტივად რომ ვთქვათ, პუტინს უთხრეს, რომ მოკლავენ, თუ ბირთვულ იარაღს გამოიყენებს. პირადად მას მოკლავენ, რადგან ეს კარტი უკვე გაჭრილია“, – თქვა პიონტკოვსკიმ

შეგახსენებთ, რომ 21 სექტემბერს ვლადიმირ პუტინმა საგანგებო გამოსვლაში, რომელიც რუსეთის ფედერაციაში ნაწილობრივი მობილიზაციის გამოცხადებას ეძღვნებოდა, ცინიკური განცხადება გააკეთა ბირთვულ იარაღთან დაკავშირებით. მისი თქმით, „ქარს შეუძლია შემობრუნდეს“ მათ  მიმართულებით, ვინც რუსეთს ემუქრება. იგი ღიად დაიმუქრა ბირთვული იარაღის გამოყენებით და თქვა, რომ ეს „ბლეფი არ არის“.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა უპასუხისმგებლო უწოდა ვლადიმირ პუტინის „ბირთვულ რიტორიკას“. ტელეკომპანია „სიბიესთან“ ინტერვიუში ბლინკენმა თქვა, რომ ამერიკას აქვს შემუშავებული მოქმედებების გეგმა იმ შემთხვევაში, თუ რუსეთი უკრაინაში ბირთვულ იარაღს გამოიყენებს, თუმცა კონკრეტულ ზომებზე არ უსაუბრია.

კითხვაზე, ჰქონდათ თუ არა აშშ-ის მხრიდან კრემლთან კონტაქტი (საუბარი) ბირთვული ომის მუქარასთან დაკავშირებით, ბლინკენმა დადებითად უპასუხა: „დიახ. ძალზე მნიშვნელოვანია, რომ მოსკოვმა მოისმინოს ჩვენგან და ჩვენგან გაიგოს, რომ ასეთი ნაბიჯის შედეგები საშინელი იქნება. და ჩვენ ძალიან მკაფიოდ ვუთხარით მათ ამის შესახებ“.

ნიკო აბაშიშვილი 

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close