მეცნიერებმა შექმნეს ინსულინის აბები, რომელიც მალე ადამიანებზე გაიტესტება
დიაბეტის მქონე ადამიანებისთვის ინსულინის მიღების ყველაზე ეფექტიანი გზა ამავე დროს წარმოუდგენლად შემაწუხებელიც არის. მილიონობით ადამიანს მთელ მსოფლიოში, ამ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ჰორმონის გაკეთება დღეში რამდენჯერმე უწევს კანქვეშ, რათა გლუკოზის დონის ბალანსი შეინარჩუნონ.
მეცნიერები წლების განმავლობაში ეძებდნენ უფრო ადვილ, იაფ, მოსახერხებელ და ყაირათიან ალტერნატივას, ვიდრე ინსულინის შპრიცებია.
მიუხედავად იმისა, რომ პროგრესს განიცდის პოტენციური ორალური მკურნალობის გზა, მაინც რჩება რამდენიმე დაბრკოლება. როგორც ჩანს, ახალმა მიდგომამ, გამოსავალი სულ მცირე ზოგიერთი მათგანს უკვე მოუძებნა; ყოველ შემთხვევაში, ეფექტიანობა დაამტკიცა ვირთაგვებზე ჩატარებულ პრეკლინიკურ ცდებში.
ინსულინი 1922 წელს აღმოაჩინეს და მეცნიერებმა მაშინვე სცადეს მისი წარმოება ხანგრძლივი ეფექტის მქონე გადასაყლაპი დანამატის სახით, მაგრამ ამაოდ.
ინსულინის კანქვეშა ქსოვილში შეყვანის შემდეგ, ამ ცილას სხეული ნელ-ნელა შთანთქავს და ღვიძლთან მიაქვს, რათა იქ საკუთარი საქმე შეასრულოს. პირის ღრუდან მიღების შემთხვევაში, ნებისმიერ მოლეკულას, რომელიც ერთად არ არის შეჯგუფებული, ადვილად შლის ცილების მომნელებელი ფერმენტები.
მკვლევრებმა დაადგინეს, რომ იმისათვის, რათა ღვიძლამდე ამ ფერმენტებს გადარჩენილმა საკმარისმა მედიკამენტმა მიაღწიოს, ინსულინი დამცავი მასალებით უნდა დაფარონ. ამ ეფექტიანმა მიდგომამ საუკეთესოდ იმუშავა მაშინ, როდესაც ინსულინი ნანონაწილაკის ფორმაშია.
ერთმა ნიმუშმა, სახელად ორამედმა, საკმარისი უსაფრთხოება და ეფექტიანობა დაამტკიცა, რათა სამი კლინიკური ცდის ფაზაში შესულიყო.
ეს მეთოდი პოტენციალით სავსეა, მაგრამ მისი ნანონაწილაკები არ არის ისეთი სტაბილური, როგორიც ქიმიკოსს შეიძლება მოეწონოს. შენახვის წინ გაყინვით გამოშრობა ხელშემწყობია, მაგრამ ნაწილი საჭიროებს შემნახველ საშუალებას, რომელიც აბებს ფარავს და ინსულინის ნანონაწილაკთა ეფექტიანობას ამცირებს.
იმ სხვა მრავალი თერაპიისგან განსხვავებით, რომლებიც ამჟამად იტესტება, ახალი საშუალება, რომელსაც მეცნიერები კანადაში სწავლობენ, არ არის დამზადებული გაყინვით გამომშრალი ჰორმონით და კრიოდამცავით. ამის ნაცვლად, მკვლევრებმა ინსულინი „შესხურებით გააშრეს“ საყინულის ნაცვლად აორთქლების კამერაში.
ნაზავიდან კრიოდამცავის ამოღებით, შესაძლებელია დამზადდეს ინსულინის უფრო პატარა ნაწილაკი, რაც ორგანიზმში პრეპარატის უფრო სწრაფად შეტანას უზრუნველყოფს.
„პატარა ნაწილაკები ზედაპირის დიდ ფართობს იძლევა, რის გამოც, მასთან დაკავშირებულ პრეპარატთა უმეტესობა კონკრეტულ ზედაპირზე ან მასთან ახლოს იქნება, რაც წამლის სწრაფად გამოყოფას ნიშნავს“, — წერენ მკვლევრები ახალ პუბლიკაციაში.
ახალი აბი ისეა დამზადებული, რომ პირში იხსნება, მაგრამ მაინც საჭიროებს ნერწყვის ფერმენტებისგან დაცვას.
ამისათვის, მკვლევრებმა წამალი ჩასვეს ბოჭკოვანი შაქრის, სახელად ჩიტოსანის კაფსულაში, რომელიც ამცირებს ორგანიზმის მიერ საკვებიდან და პრეპარატებისგან შეწოვილი ცხიმისა და ქოლესტერინის დონეს.
მკვლევრები ამბობენ, რომ გაყინვით გამოშრობის გზით დამზადებული ინსულინის სხვა ორალური ფორმებისგან განსხვავებით, ახალმა მეთოდმა ვირთხებში უფრო სწრაფი შვების პროფილი აჩვენა. 2-4 საათში დაშლის ნაცვლად, ახალი ორალურმა აბი სწრაფად და დიდი ხნის განმავლობაში მოქმედებს.
„სწრაფად მოქმედი ინსულინის ინექციის მსგავსად, ჩვენი ორალური ტაბლეტები ნახევარი საათის შემდეგ შეიწოვება და ორიდან ოთხ საათამდე მოქმედებს“, — ამბობს ბრიტანეთის კოლუმბიის უნივერსიტეტის ნაწილაკთა ინჟინერი ალბერტო ბალდელი.
უფრო მეტიც, მათი პრეპარატის უახლესი ვერსია მღრღნელებში იმავე სარგებელს აჩვენებს, რასაც ინსულინის ინექცია. კვლევის ავტორთა განცხადებით, მათი პრეპარატის თითქმის ასი პროცენტი პირდაპირ მღრღნელების ღვიძლში მიდის.
კვლევის შედეგები ჯერ არ გამოქვეყნებულა, მაგრამ თუ ავტორები მართლები არიან, მათი კვლევა ჯერ დასრულებისგან შორს არის.
ადამიანებზე ცდების დაწყებაც ჯერ შორსაა, მაგრამ როგორც პირველადი შედეგები მიუთითებს, მომავალში ინსულინის ორალურად მიღების რეალობად ქცევისთვის შეიძლება სხვა გზა არსებობდეს.
„ამაღელვებელი შედეგები გვიჩვენებს, რომ სწორ გზას ვადგავართ ინსულინის ისეთი ფორმულურების შესაქმნელად, რომლის ინექციით გაკეთებაც საჭირო აღარ იქნება ყოველი ჭამის წინ, რაც გააუმჯობესებს ცხოვრების ხარისხს და მენტალურ ჯანმრთელობას ტიპი 1 დიაბეტის მქონე მილიონობით ადამიანისთვის“, — ამბობს ბრიტანეთის კოლუმბიის უნივერსიტეტის ქიმიური ინჟინერი ანუბჰავ პრატაპ-სინგჰი.
კვლევა Scientific Reports-ში გამოქვეყნდა.
მომზადებულია news.ubc.ca-სა და ScienceAlert-ის მიხედვით
ავტორი – მიხეილ ჭაბუკაშვილი
1tv.ge
კომენტარები