ჰოროსკოპი

კვირის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის, 5-11 სექტემბერი

ამ ახალი კვირის დღეები შესანიშნავია მცირე მოგზაურობებისთვის, მოლაპარაკებებისთვის. ახლა კარგი დროა დოკუმენტებთან მუშაობისთვის, სხვადასხვა ხელშეკრულების გასაფორმებლად. კვირის პირველ ნახევარში შეძლებთ თანამოსაუბრის ან პოტენციური პარტნიორის დარწმუნებას, რომ მართალი ხართ. ეს პერიოდი ცოდნისკენ ლტოლვითაც გამოირჩევა, შესაძლოა რომელიმე უცხო ენის შესწავლა გადაწყვიტოთ და ძალიანაც კარგი იქნება. შეიძლება ახალი იდეები და აზრები გაგიჩნდეთ, განსაკუთრებით თუ რაიმე სამეცნიერო ან კვლევით საქმიანობას ეწევით.

შაბათ-კვირა უფრო დაძაბული იქნება, რადგან არაპროგნოზირებადი სიტუაციები შეიძლება წარმოიშვას, განსაკუთრებით პირად ცხოვრებაში. არსებულ ურთიერთობებში არ არის გამორიცხული  მოულოდნელი და იძულებითი განშორებები. სიყვარულში თავგადასავლებისკენ ლტოლვა ამ პერიოდში ბევრისთვის იქნება დამახასიათებელი. ახალი ურთიერთობები ადვილად დამყარდება, მაგრამ მათი ხანგრძლივობისა და სერიოზულობის იმედი არ უნდა გქონდეთ.

 

ვერძი

ამ კვირაში შეუდარებელი თანამოსაუბრე იქნებით, ყურადღებიანი და კეთილგანწყობილი, შეგიძლიათ ბევრი საინტერესო რამის თქმა, რაც თქვენკენ მოიზიდავს ადამიანებს და კეთილად განაწყობს. ამ ფონზე ნუ იქნებით ზედმეტად პრინციპული, რათა არ გაიფუჭოთ განწყობა თქვენც და სხვებიც არ გაანერვიულოთ. ახლა არ უნდა დაიწყოთ გლობალური გეგმების შედგენა, უმჯობესია ყურადღება გაამახვილოთ მცირე, მაგრამ სწრაფად განხორციელებად საკითხებზე. შაბათ-კვირას შეიძლება საქველმოქმედო აქციაში ჩაერთოთ.

სასიკეთო დღეები: 5, 8.

არასასიკეთო დღე: 6.

 

კურო

სასურველია ამ კვირაში არ იოცნებოთ, რათა ეს ილუზიები იმედგაცრუებით არ დასრულდეს. ყველაფერს რეალურად შეხედეთ და საკუთარი თავის გჯეროდეთ. თუ არა თქვენ, მაშინ ვინ? დაგჭირდებათ ისეთი თვისებები, როგორიცაა კონცენტრაცია და მონდომება. ხუთშაბათს უმჯობესია არ დაიწყოთ მნიშვნელოვანი საუბრები, ზოგჯერ შეგიძლიათ ამინდსა და ბუნებაზე ლაპარაკით შემოიფარგლოთ. არაფორმალური შეხვედრების შედეგად ახალი შესაძლებლობები გაგიჩნდებათ. შაბათ-კვირას შეეცადეთ ოდნავ შეზღუდოთ თქვენი სოციალური წრე და მეტი დრო გაატაროთ მშვიდ ატმოსფეროში.

სასიკეთო დღეები: 5, 9.

არასასიკეთო დღე: 6.

 

ტყუპი

ამ კვირაში ფოკუსირება მოახდინეთ ახალ საინტერესო იდეაზე ან პროექტზე და შეგიძლიათ ისიამოვნოთ თქვენი მუშაობით – დასახულ მიზანს მალე მიაღწევთ. თქვენი რჩევები და ახალი ინფორმაცია, რომელსაც კოლეგებსა და ხელმძღვანელობას გააცნობთ, საყურადღებო იქნება. პირად ცხოვრებაში მნიშვნელოვან სიახლეებს ელოდეთ. მეგობრებისა და ნათესავების დახმარებაზე უარს ნუ იტყვით. შაბათ-კვირას სასიამოვნო გარემოში დასვენება სიმშვიდის მოპოვების საშუალებას მოგცემთ.

სასიკეთო დღეები: 6, 10.

არასასიკეთო დღე: 7.

 

კირჩხიბი

დიდი ალბათობით, ამ კვირის განმავლობაში, ძირითადად, პირადი საკითხებით იქნებით დაკავებული, რაც თქვენს პროფესიულ საქმიანობაში დროის დეფიციტს შეგიქმნით.  შეეცადეთ შეინარჩუნოთ ბალანსი ოჯახისა და სამსახურის საქმეებს, გრძნობებსა და აზრებს შორის, რათა ერთმა მეორეს ხელი არ შეუშალოს. იფიქრეთ სამომავლო გეგმებზე. პირად ცხოვრებას მრავალფეროვნება არ ავნებს, რუტინა რომანტიკის მტერია. თქვენთვის ყველაზე ხელსაყრელი დღე ამ კვირაში პარასკევი იქნება.

სასიკეთო დღეები: 5, 11.

არასასიკეთო დღე: 8.

 

ლომი

ეს კვირა შესანიშნავი დროა სამსახურში ახალი საქმის დასაწყებად. შეძლებთ კარგად შეაფასოთ სიტუაცია, აწონ-დაწონოთ ყველა დადებითი და უარყოფითი მხარე და წარმატებით განახორციელოთ ის, რაც დაგეგმეთ. ეს ყველაფერი კარიერული ზრდის შესაძლებლობას იძლევა, რაც შორეული პერსპექტივა ნამდვილად არ არის!.. თუმცა არის ერთი ძალიან მნიშვნელოვანი გარემოება: გადაწყვეტილებები ნაჩქარევად არ უნდა მიიღოთ. კვირის ბოლოს გამოფენებისა და კინოთეატრების სტუმრობა გაგახალისებთ და დიდხანს დაგამახსოვრდებათ.

სასიკეთო დღეები: 6, 9.

არასასიკეთო დღე: 10.

 

ქალწული

ზაფხული გავიდა და დროა სრულად ჩაერთოთ სამუშაო რიტმში. შესაძლოა თქვენს ცხოვრებაში მოხდეს ისეთი რამ, რაც მნიშვნელოვნად დააჩქარებს თქვენს კარიერულ ზრდას და გააუმჯობესებს თქვენს პერსპექტივებს. სამშაბათს ნუ იჩქარებთ დასკვნების გაკეთებას, განსაკუთრებით ჭორების საფუძველზე. დაეხმარეთ თქვენ გარშემო მყოფ ადამიანებს, რომლებსაც თქვენი ყურადღება სჭირდებათ, რადგან დამოუკიდებლად არ შეუძლიათ საბოლოო გადაწყვეტილებების მიღება. შაბათს მოგიწევთ დაკავდეთ საყოფაცხოვრებო ნივთების ყიდვით ან ბინის დასუფთავებით.

სასიკეთო დღეები: 6, 11.

არასასიკეთო დღე: 9.

 

სასწორი

შესაძლოა ახლობლების დახმარება დაგჭირდეთ, ნუ მოგერიდებათ რამის თხოვნა. ეს კვირა ძალიან ხელსაყრელი პერიოდი იქნება გადაუდებელი საკითხებისა და უგულებელყოფილი პრობლემების მოსაგვარებლად. მოუსმინეთ ინტუიციის ხმას და მიხვდებით, როგორ მოიქცეთ მოცემულ სიტუაციაში. ძველმა მეგობარმა შეიძლება თქვენთვის ღირებული რჩევა მოგცეთ. საშინაო საკითხების გადაწყვეტისას ირგვლივ მყოფების აზრიც გაითვალისწინეთ. სასწორის ნიშნის მარტოხელა წარმომადგენლები შესაძლოა ამ კვირაში თავიანთი ცხოვრების მეგზურს შეხვდნენ.

სასიკეთო დღეები: 6, 9.

არასასიკეთო დღე: 8.

 

მორიელი

ამ კვირაში დასვენებისა და გართობის გემოს იგრძნობთ. სავარაუდოა, რომ მოგიწევთ მოულოდნელი სტუმრების დახვედრა და მათთან დროის გატარება. პაემანი და  რომანტიკული დასვენების მოწყობაც თქვენი გადასაწყვეტია. სამსახურში, დიდი ალბათობით, მოგიწევთ კონცენტრირება მოახდინოთ რამდენიმე სერიოზული პრობლემის გადაჭრაზე მოკლე დროში. შუა კვირაში ერთდროულად რამდენიმე ფრონტზე მიაღწევთ წინსვლას და წარმატებას. შაბათ-კვირის მეგობრებთან ერთად გატარება კარგი იქნება როგორც ემოციური, ისე ფინანსური თვალსაზრისით.

სასიკეთო დღეები: 5, 10.

არასასიკეთო დღე: 11.

 

მშვილდოსანი

კვირის დასაწყისში სამუშაო განწყობის მორგება ადვილი არ იქნება, მაგრამ ეს აუცილებელია. შეიძლება ძალიან კარგი რჩევა მიიღოთ ახალგაცნობილი ადამიანისგან, რაც თქვენს ცხოვრებაში პოზიტიურ ცვლილებებს შეიტანს. პარასკევი კვირის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული დღე იქნება, სავსე მრავალი სასიამოვნო სიურპრიზით, სანუკვარი სურვილების ასრულებით და ბავშვების გახარებით. შეეცადეთ შაბათ-კვირა ოჯახთან ან მეგობრებთან ერთად მშვიდ გარემოში გაატაროთ.

სასიკეთო დღეები: 7, 11.

არასასიკეთო დღე: 8.

 

თხის რქა

ამ კვირაში ზედმეტი არ იქნება წარსულისკენ მიბრუნება და იმ პროექტების დაბრუნება, რომლებიც ოდესღაც არაგონივრული მიზეზების გამო მიატოვეთ – წარმატების ალბათობა საკმაოდ მაღალია. კვირის შუა რიცხვებში ვარსკვლავები გპირდებიან ცვლილებებს  როგორც განწყობის, ისე პოზიციის მხრივ. პირად ცხოვრებაში პრობლემები დროებითია და, დიდი ალბათობით, კვირის ბოლომდე მოგვარდება, – ყველა გადაწყვეტილება დამოუკიდებლად უნდა მიიღოთ, თუმცა კარგად გააზრების შემდეგ. პარასკევს მომგებიან საქმიან წინადადებას შემოგთავაზებენ, რომელიც არ უნდა უგულებელყოთ. კვირას თქვენთვის პატარა დღესასწაული მოაწყვეთ და მთელი გულით გაერთეთ.

სასიკეთო დღეები: 9, 10.

არასასიკეთო დღე: 6.

 

მერწყული

კარგი იქნება, ამ კვირაში არ გადაიტვირთოთ და მოვლენების განვითარებაში არ ჩაერიოთ. სამშაბათს შეეცადეთ ბევრი არ ისაუბროთ, რადგან ნათესავებმაც კი, ნაკლებად სავარაუდოა, შეძლონ თქვენი გაგება. ხუთშაბათს წარმატებული იქნება მივლინებები და მცირეხნიანი მოგზაურობა. ამ დღეს ნამდვილად შესაძლებელია თქვენი შორსმიმავალი გეგმების რეალიზებისთვის კარგი საფუძვლის ჩაყრა. კვირის მეორე ნახევარი უფრო პროდუქტიული იქნება, მაგრამ  შაბათს თქვენს ახლობლებს ნამდვილად არ მოეწონებათ თქვენი იდეები. შეეცადეთ კვირა დღე მაინც მშვიდად გაატაროთ.

სასიკეთო დღეები: 6, 11.

არასასიკეთო დღე: 9.

 

თევზები

მთელი კვირის განმავლობაში ძალიან დაკავებული იქნებით და საინტერესო ადამიანებს გაიცნობთ. ბევრი სამუშაო დაგროვდა და თქვენ, როგორც ყოველთვის, შეუცვლელი ხართ, ამიტომ დასვენებას ცოტა ხნით კიდევ გადადეთ. იყავით ყურადღებიანი ოჯახური პრობლემების მიმართ, ყველაფერი აკონტროლეთ და სიტუაცია თქვენს სასარგებლოდ მოგვარდება. მეგობრულ კომპანიაში დროის გატარებისას ნუ გახსნით საფულეს ძალიან ხშირად, რადგან გადაჭარბებულმა ხარჯებმა შეიძლება საგრძნობლად შეამციროს თქვენი ბიუჯეტი და პრობლემა შეგექმნათ.

სასიკეთო დღეები: 7, 10.

არასასიკეთო დღე: 8.

თამთა გურული

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close