ვიდეომსოფლიოსაზოგადოება
ესპანეთში ძლიერ სეტყვას წლინახევრის ბავშვი ემსხვერპლა, არიან დაშავებულები (ვიდეო)
ესპანეთში, ჟირონის რეგიონში ძლიერი სეტყვის შედეგად 20 თვის ბავშვი დაიღუპა და ათობით ადამიანი დაშავდა. ამის შესახებ UNN-ი წერს.
გამოცემის ინფორმაციით, ბავშვს სეტყვის მარცვალი თავში მოხვდა. ის საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს. ამასთან, კიდევ 50-მდე ადამიანმა სხვადასხვა სიმძიმის დაზიანება მიიღო. დაზიანებულია ინფრასტრუქტურა და ავტომანქანებიც.
კატალონიის მეტეოროლოგიური სამსახურის ინფორმაციით, ეს ყველაზე ძლიერი სეტყვა იყო რეგიონში 2002 წლის შემდეგ. შტორმის დროს სეტყვის ერთი მარცვლის დიამეტრი 10 სანტიმეტრს შეადგენდა.
ჟირონა, ისევე როგორც ესპანეთის ჩრდილო-აღმოსავლეთის უმეტესი ნაწილი, კვლავ ქარიშხლის და უამინდობის საფრთხის ქვეშ რჩება.
კომენტარები