მედიცინა

მომაკვდინებელი ვირუსი „მარბურგი“ დაბრუნდა – რა გზით ვრცელდება და რა სიმპტომები ახასიათებს

„მარბურგის“ მკურნალობის კურსი ჯერ არ არსებობს

განაში მომაკვდინებელი ვირუსი „მარბურგის“ პირველი ორი შემთხვევა დადასტურდა. ორივე პაციენტი ცოტა ხნის წინ, სამხრეთ აშანტის რეგიონის საავადმყოფოში გარდაიცვალა. ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.

მარბურგის“ დაავადების ისტორიაში პირველი აფეთქება მოხდა გერმანიაში 1967 წელს, სადაც შვიდი ადამიანი დაიღუპა. ვირუსმა 2005 წელს ანგოლაში 200-ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა. ეს „მარ­ბურ­გის“ რი­გით მე­ო­რე აფეთ­ქე­ბაა და­სავ­ლეთ აფ­რი­კა­ში. რე­გი­ონ­ში პირ­ვე­ლი შემ­თხვე­ვა გასულ წელს გვი­ნე­ა­ში და­ფიქ­სირ­და.

ინფექციური დაავადების გამომწვევი ვირუსი „მარბურგი“ „ებოლას“ ვირუსის ოჯახს მიეკუთვნება. დასავლეთ აფრიკის ქვეყნის ჯანდაცვის ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ 98 ადამიანი ახლა კარანტინში იმყოფება, როგორც გარდაცვლილი ორი და­ვირუ­სე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნის კონ­ტაქ­ტე­ბი.

ინფექციონისტები მოსახლეობას აფრთხილებენ, თავი შეიკავონ გამოქვაბულებთან კონტაქტისგან და საფუძვლიანად დაამუშაონ ხორცპროდუქტები მათ გამოყენებამდე.

რა გზით ვრცელდება ვირუსი

ვირუსი ადამიანებს ხილიჭამია ღამურებიდან გადაეცემა, ადამიანებს შორის კი წვეთოვანი გზით და დაბინძურებული ნემსების საშუალებით ვრცელდება. დაინფიცირება შესაძლებელია ასე­ვე ზე­ა­პი­რებ­თან კონ­ტაქ­ტით. ეს არის მძიმე, ხშირად ფატალური დაავადება.

ვირუ­სი „მარბურგის“ სიმპტო­მე­ბია:

  • ჰემორაგიული ცხელება;
  • თავისა და კუნთების ტკივილი;
  • მძიმე სისხლდენა;
  • სისხლიანი ღებინება.

როგორც „ბიბისი“ წერს, „მარბურგის“ მკურნალობის კურსი ჯერ არ არსებობს, მაგრამ ექიმები ამბობენ, რომ ბევრი წყლის დალევა და კონკრეტული სიმპტომების მკურნალობა პაციენტის გადარჩენის შანსებს ზრდის.

მოამზადა მანანა ბანძელაძემ

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close