ვიდეომიგრაცია

ქართველმა მეზღვაურებმა 5-ბალიანი შტორმის დროს 52 ადამიანი გადაარჩინეს (ვიდეო)

მალტის დროშის ქვეშ მცურავ თურქულ ტანკერზე მყოფმა 18-კაციანმა ეკიპაჟმა, რომელშიც 9 ქართველია, 5-ბალიანი შტორმის დროს, ურთულეს პირობებში, 52 ადამიანი გადაარჩინა. მათ შორის ერთი ორსული ქალი და 3 ბავშვია. ისინი ოკეანის გავლით აფრიკიდან ესპანეთში ჩასვლას ცდილობდნენ. ინფორმაციას ამის შესახებ TV25 ავრცელებს.

მიგრანტები 3 დღის განმავლობაში ღია ზღვაში, ტივზე საკვებისა და წყლის გარეშე იმყოფებოდნენ. შორეულ ნაოსნობაში მყოფმა ქართველმა მეზღვაურებმა, ზაზა ჭაღალიძემ, ზვიად ქობულაძემ, ნუგზარ ბერიძემ, მინდია აბუსერიძემ, კახა ადამიამ, შალვა სვანიძემ, დილარ ცეცხლაძემ, მანუჩარ კობალაძემ და გიორგი ცეცხლაძემ, შტორმისა და ცუდი ხილვადობის პირობებში, საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად, მათი ბორტზე უსაფრთხოდ აყვანა მოახერხეს და, მითითების შესაბამისად, მათ ისევ აფრიკის სანაპიროებზე დააბრუნებენ.

imedinews.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close