ჰოროსკოპი

რატომ არის 13 ივლისი განსაკუთრებული დღე და რა ელოდებათ ზოდიაქოს ნიშნებს

13 ივლისის საღამოს იშვიათი ასტროლოგიური მოვლენის მომსწრე გავხდებით – ცაზე ე. წ. სუპერმთვარე ამოგორდება. შესაძლოა სხვების მხრიდან აგრესია იგრძნოთ, მაგრამ ნუ აჰყვებით, სიმშვიდე შეინარჩუნეთ, – გვირჩევენ ასტროლოგები.

ვერძი

ამ დღეს ვერძებმა ყურადღება უნდა მიაქციონ სულიერ განვითარებას. შეგიძლიათ დაიწყოთ მედიტაციის ან იოგას კურსი.

კურო

კურომ ყურადღებით უნდა მოუსმინოს საკუთარ ინტუიციას და სიზმარში ნანახ ნიშნებს დაუკვირდეს – შესაძლოა მათ მომავლის მინიშნებები მოგცენ.

ტყუპი

ტყუპებმა დრო უნდა დაუთმონ თვითგანვითარებას. მაგალითად, ღირს საინტერესო კურსებზე ჩარიცხვა, რაიმე ახლის სწავლა, რასაც მომავალში განავითარებთ და შემოსავლის წყაროდ აქცევთ.

კირჩხიბი

კირჩხიბებმა ყურადღება უნდა მიაქციონ ჯანმრთელობას და სამუშაოზე ზედმეტ დატვირთვას მოუკლონ.  ამ დღეს კარგია მარტო ყოფნა და საკუთარ სურვილებზე ფიქრი.

ლომი

ლომებს სასიამოვნო მოვლენები ელოდებათ, რომლებიც დაკავშირებულია მეგობრებთან, უფროს ძმებთან ან დებთან. ამ ნიშნის ზოგიერთ წარმომადგენელს ხელფასის ზრდა ან ახალი თანამდებობა გაახარებს.

ქალწული

ქალწულები შინაგანი ჰარმონიის საკითხით იქნებიან დაკავებულები. დროა შეცვალოთ რაღაც თქვენს ცხოვრებაში: იყიდეთ ახალი ნივთი, ან ძველი გაყიდეთ.

სასწორი

სასწორები დაუყოვნებლივ შეძლებენ თავიანთი იდეების რეალიზებას. ასევე, ღირს ოჯახთან ერთად დროის გატარება და ბუნებაში პიკნიკის მოწყობა.

მორიელი

მორიელები ფინანსური საკითხებით იქნებიან დაკავებულნი. ფულის დაზოგვის დროა, ჯობია თანხა გადადოთ, მომავალში ძალზე გამოგადგებათ.

მშვილდოსანი

მშვილდოსნებმა ფიზიკურ აქტივობაზე უნდა გააკეთონ აქცენტი და ფიგურაზე იზრუნონ. ეს მათ მხოლოდ სიკეთეს მოუტანს.

თხის რქა

დროა თხის რქა განმარტოვდეს და ცხოვრებაზე დაფიქრდეს. პასუხების პოვნაში მთვარე დაგეხმარებათ. შეგიძლიათ სპონტანურად წახვიდეთ სამოგზაუროდ.

მერწყული

მერწყულებისთვის კარიერული ზრდის დროა, მაგრამ ამ პერიოდში ოჯახს ნუ დაივიწყებთ. მნიშვნელოვანია მეტი დრო გაატაროთ საყვარელ ადამიანებთან.

თევზები

თევზები სამსახურში ცვლილებას ელოდებიან. შესაძლოა, ახლა მიიღოთ ახალი წინადადება სასურველი კომპანიისგან ან უკეთესი პოზიცია შემოგთავაზონ. შეგიძლიათ თქვენი საქმიანობის სფერო შეცვალოთ.

თამთა გურული

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close