ჰოროსკოპი

ზოდიაქოს ნიშნების საიდუმლო სურვილები  

ყველა ადამიანს აქვს ფარული ოცნებები და სურვილები, რომელთა აფიშირება არ სურს – ისინი ზოდიაქოს ნიშნებისადმი კუთვნილების მიხედვით განსხვავებულია. ნახეთ, ზოდიაქოს რომელ ნიშანს რა ფარული სურვილები და ოცნებები აქვს და როგორ ვლინდება ისინი ცხოვრებაში?

ვერძი

ვერძი თამამი, აქტიური და თავდაჯერებულიa. მისი დიდი სურვილია  დაიმორჩილოს და დაიპყროს გარშემო მყოფები. ლიდერობის სურვილი მის ქცევასა და მეტყველებაშიც ვლინდება. მისი სიარული აუჩქარებელია, მეტყველება კი ნელი. ის ყოველთვის დაიცავს თავის ავტორიტეტსა და ღირსებას.

კურო

კურო საკუთარ და სხვა ადამიანების ნაკლოვანებებზე ფოკუსირდება. მისთვის ძალიან მნიშვნელოვანია მიმზიდველი გარეგნობა, შესანიშნავ ფიზიკურ ფორმაში ყოფნა. კურო აქტიური და მიზანდასახულია, მისი განსაკუთრებული გატაცება ფულის დაზოგვაა. ეს მისწრაფება საბოლოოდ შეიძლება დამოკიდებულებაში გადაიზარდოს, მაგრამ, ამავე დროს, ის კარგი მეგობარია და ყოველთვის მზად არის დახმარებისთვის რთულ დროს.

ტყუპი

ტყუპები სხვების მოხიბვლას საუბრით, ტაქტიანი ქცევით ცდილობენ. ისინი ფარულად ოცნებობენ იმაზე, რომ ყველას მოაწონონ თავი და ცხოვრების სხვადასხვა სფეროში თავიანთი ბრწყინვალე ცოდნით მოიგონ მათი გული. ისინი დიდი ხნის განმავლობაში ცდილობენ იპოვონ საკუთარი სულიერი მეგობარი.

კირჩხიბი

კირჩხიბი ფარულად ოცნებობს, შური იძიოს ყველაზე, ვინც კი ოდესმე აწყენინა. მას შესანიშნავი მეხსიერება აქვს და ახსოვს არა მხოლოდ შეურაცხყოფა, არამედ კეთილგანწყობილი დამოკიდებულებაც მის მიმართ, ამიტომ თავს ერთგულ და თავდადებულ მეგობრად თვლის. ხოლო მისი ახლო და სასურველი მეგობრების რანგში გადახვედით, იგი შეძლებს თავისი მოულოდნელი თვისებებით სასიამოვნოდ გაგაოცოთ.

ლომი

ლომს თავისი გულწრფელობითა და პირდაპირობით შეუძლია შთაბეჭდილება მოახდინოს, მიუხედავად მისი ნარცისული იმიჯისა. მის ცხოვრებაში ნახევარტონების ადგილი არ არის – ან ყველაფერი, ან არაფერი! უყვარს ცხოვრებით ტკბობა და არასოდეს მიუძღვნის ცხოვრებას ფულის დაგროვებას – ძვირფას დროს ხელიდან არ გაუშვებს.

ქალწული

ქალწული ამბიციური ადამიანია, რომელიც მიდრეკილია აირჩიოს ორიგინალური გზები თვითრეალიზაციისთვის. იგი არის ადამიანი, რომელიც თავს უფლებას აძლევს, წარმატებულ და მდიდარ ადამიანებს შორის პირველ რიგში დადგეს. ინტუიციურ დონეზე ქალწული ყოველთვის მიაღწევს დიდებისა და საყოველთაო პატივისცემის სიმაღლეებს.

სასწორი

სასწორებს გარეგნულად მშვიდი, გაწონასწორებული ადამიანის იმიჯი აქვთ, მაგრამ გულის სიღრმეში ისინი გარშემო მყოფების არაჩვეულებრივი საქმეებით გაოცებასა და სტერეოტიპების დარღვევაზე ოცნებობენ. ინდივიდუალობა და დამოუკიდებლობა მათ მსოფლმხედველობაში მთავარ ადგილს იკავებს, ამიტომ სასწორებს ხშირად არასწორად აღიქვამენ და არ აფასებენ.

მორიელი

მორიელი წარმატებასა და აღიარებაზე ოცნებობს, მაგრამ არა იმისთვის, რომ კარიერაში მწვერვალს მიაღწიოს, არამედ მხოლოდ იმისთვის, რომ  საკუთარი შესაძლებლობები გააუმჯობესოს. მიუხედავად მათი მრავალფეროვანი ნიჭისა და შესაძლებლობებისა, მორიელი მოკლებულია პრაქტიკულობას, რაც ხელს უშლის მას, რომ უფრო წარმატებული გახდეს.

მშვილდოსანი

მშვილდოსანი ფარულად ოცნებობს კარიერული წარმატების მიღწევაზე. ზოდიაქოს ამ ნიშნის წარმომადგენლები უმეტესად პირდაპირი, უკიდურესად გულწრფელი და პატიოსანი ადამიანები არიან. მშვილდოსანი უშიშარია, ადვილად იღებს გამოწვევას და არ აქვს მნიშვნელობა, ვინ იქნება მისი მოწინააღმდეგე. თუ მშვილდოსანმა უნდა აირჩიოს: დიდება თუ ფული, ის აუცილებლად პირველს აირჩევს. მისთვის ძალიან მნიშვნელოვანია სხვების მიერ აღიარება და  პატივისცემა.

 თხის რქა

თხის რქა გულში ოცნებობს მყუდრო ადგილზე, სადაც ბედნიერი იქნება თავის მეორე ნახევართან ერთად. იგი სტუმართმოყვარე მასპინძელი და ერთგული მეგობარია. მას უყვარს საღამოების სახლში გატარება. თხის რქა ადვილად უპასუხებს მეგობრობის შეთავაზებებს და ადვილად იწყებს რომანებს.

 მერწყული

მერწყულს მუდმივი ცვლილება და განახლება სურს. ხშირად ეს ნიშანი ცვალებადია განწყობის, განზრახვებისა და გადაწყვეტილებების მიხედვით. იგი ვერ იტანს ყოველდღიურ რუტინას. მერწყული ფულთან მიმართებაში ზედაპირულია, ამიტომ მარტივად და დიდი სინანულის გარეშე შეუძლია დიდი თანხის დახარჯვა.

 თევზები

თევზები იდუმალებით, ჩაკეტილობით და სიჩუმით გამოირჩევიან. უმეტეს შემთხვევაში მათი სანუკვარი სურვილი ოჯახის შექმნაა. მიუხედავად იმისა, რომ ისინი პატივს სცემენ ოჯახურ კერას, მათთვის მნიშვნელოვანია, თავი დაცულად იგრძნონ. ასეთი დაცვის კატეგორიაში ისინი ირჩევენ ფულს, სიყვარულს და დიდებას! და ეს ყველაფერი მათ ცხოვრებაში უხვად უნდა იყოს.

მოამზადა თამთა გურულმა

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close