მოგზაურობა

რიგები, გაუქმებული რეისები და ბარგის დაკარგვის ათასობით შემთხვევა – ევროპის აეროპორტებში არსებულ ქაოსზე ტურისტები საუბრობენ

რამდენიმესაათიანი რიგი უსაფრთხოების კონტროლის გასავლელად, გაუქმებული რეისები და ბარგის დაკარგვის ათასობით შემთხვევა… – ევროპის აეროპორტებში არსებულ ქაოსზე ტურისტები საუბრობენ. მიზეზი ის არის, რომ მოგზაურობის მსურველთა რაოდენობამ  პანდემიამდე არსებულ ნიშნულს გადააჭარბა, რაც ავიაკომპანიებისა და აეროპორტებისთვი ნამდვილ გამოწვევად იქცა.

სიტუაციას აუარესებს ის გარემოებაც, რომ ევროპის უდიდეს აეროპორტებში თანამშრომლებმა რამდენიმე დღის განმავლობაში მუშაობაზე უარი განაცხადეს. ისინი შრომის პირობების გაუმჯობესებას და ხელფასის ზრდას ითხოვდნენ. მსოფლიოს ყურადღების ცენტრში იყო პარიზი, შარლ დე გოლის აეროპორტი.

სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ მიმდინარე წლის ზაფხულის სეზონი ევროპაში მოგზაურობისთვის დაუვიწყარი იქნება – ნეგატიური შთაბეჭდილებების თვალსაზრისით. აეროპორტების 2/3 -ში ფრენები რამდენიმესაათიანი და რამდენიმედღიანი დაგვიანებითაც კი შესრულდება.

პრობლემები ამით არ დასრულდება. სირთულეებთან იქნება დაკავშირებული საკუთარი ბარგის დაბრუნება, რამაც, გარკვეულ შემთხვევებში, უკვე ერთ კვირასაც კი გადააჭარბა. გავლენიანი დასავლური მედიასაშუალებები ტურისტებს მოუწოდებენ, სამოგზაუროდ ზურგჩანთები გამოიყენონ და ბარგის ჩაბარებისგან თავი შეიკავონ.

rustavi2.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close