პოლიტიკაქართველები უცხოეთშისაბერძნეთი

ბერძნულ-ქართული ურთიერთობების ამსახველი საარქივო მასალების გამოფენა ათენში საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით

ზოგიერთი დოკუმენტი საზოგადოებამ პირველად იხილა

კვირას, 29 მაისს, ათენში, საქართველოს საელჩომ საბერძნეთის რესპუბლიკაში საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით ქართულ-ბერძნული ურთიერთობების ამსახველი საარქივო მასალების ფოტოგამოფენა მოაწყო. გამოიფინა დოკუმენტების ფოტოები, რომლებიც საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკისა და საბერძნეთის ურთიერთობებს ასახავს.

აღნიშნული მასალები დაცულია საქართველოს ეროვნულ არქივსა და საბერძნეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს დიპლომატიურ და ისტორიულ არქივში. გამოფენაზე წარდგენილი დოკუმენტებში ასახულია ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის სხვადასხვა საინტერესო საკითხი. კერძოდ, 1919-1921 წლებში ათენში არსებული ქართული დიპლომატიური წარმომადგენლობის და იმავე პერიოდში თბილისში არსებული ბერძნული ანალოგიური მისიის საქმიანობა, საბერძნეთის სამხედრო სასწავლებელ „ეველპიდონში“ ქართველი იუნკრების სწავლა.

ზოგიერთი დოკუმენტი საზოგადოებამ პირველად იხილა. სტუმრებს, ქართული დიასპორული ორგანიზაციებისა და საქართველოს მეგობარი ბერძნული საზოგადოების წარმომადგენლებს სიტყვით მიმართა საქართველოს ელჩმა საბერძნეთის რესპუბლიკაში დავით დონდუამ.

ექსპოზიციაზე წარმოდგენილი დოკუმენტები ფართო საზოგადოებისათვის საინტერესო ცნობებს შეიცავს და ვიმედოვნებთ, რომ მკვლევრებს ქართულ-ბერძნული ურთიერთობების ისტორიის შესწავლისთვის დამატებით მოტივაციას შეუქმნის.

გიორგი ჯანელიძე

ფოტოები საქართველოს საელჩოს FB გვერდიდან

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close