დღის თემასაზოგადოება
წმინდა ცეცხლი იერუსალიმიდან საქართველოში ჩამოიტანეს
იერუსალიმიდან სპეცრეისით ჩამოტანილი წმინდა ცეცხლი უკვე თბილისშია. ცეცხლი სამების საკათედრო ტაძარში მიიტანეს, სადაც სააღდგომო ლიტურგია მიმდინარეობს.
ცეცხლი ტაძარში მიაბრძანა დეკანოზმა შალვა კეკელიამ, რომელიც საგანგებოდ იმყოფებოდა იერუსალიმში და წმინდა ცეცხლის გარდამოსვლას ესწრებოდა.
ტრადიციულად, წმინდა ცეცხლი საქართველოს სხვადასხვა ტაძარსა და ეპარქიაში განაწილდება.
წმინდა ცეცხლს ჭეშმარიტების ნათელს უწოდებენ, რომელიც სიმბოლურად იესო ქრისტეს აღდგომას განასახიერებს.
კომენტარები