შეუცნობელი

როგორ ჩავიფიქროთ სურვილი სწორად დაბადების დღეზე – ასტროლოგის რჩევა

დღემდე დაბადების დღე ტორტთან, მეგობრებთან და მხიარულებასთან ასოცირდება. სანთლების ჩაქრობის მომენტში ყველა გვახსენებს, რომ სურვილი უნდა ჩავიფიქროთ. ჩვენც ვხუჭავთ თვალებს და სამყაროს ვთხოვთ, რაც ყველაზე მეტად გვსურს.

როგორ უნდა ჩავიფიქროთ სურვილი ისე, რომ მხოლოდ ფორმალური დატვირთვა არ ჰქონდეს და ის აგვისრულდეს კიდეც.

ასტროლოგ ხათუნა ნოელის თქმით, დაბადების დღე ჩვენი ახალი წელია, შესაბამისად, სურვილის სწორად ჩაფიქრება მნიშვნელოვანია.

„ჩვენი დაბადების დღე, ესეც ფაქტობრივად, ახალი წელია. რადგან ჩვენთვის იწყება ახალი ციკლი, ახალი წელი, შეგვიძლია ახალ გეგმებს ჩავუყაროთ საფუძველი. ეს ერთ-ერთი მშვენიერი დღეა სურვილის ჩასაფიქრებლად. ოღონდ არა მსგავსი სურვილების, სადაც ვამბობთ – „ნეტავ“. ეს არის გეგმა, უნდა გვქონდეს ჩამოყალიბებული სურვილები, თუ რისი განხორციელება გვსურს წლის მანძილზე და როგორ ვაპირებთ ამის სისრულეში მოყვანას.

როგორც ვთქვი, ეს ახალი წელია, ასტროლოგიაში მას სოლარს უწოდებენ. როდესაც მზე, რომელიც ტრანზიტში მოძრაობს, მივა იმ წერტილზე, იმ გრადუსზე, რომელშიც ჩვენი დაბადების დღის მომენტში იდგა და შეუერთდება ნატალურ მზეს. როცა ერთ წერტილში მოიყრიან თავს, ამ დროს არის ჩვენი პირადი ახალი წელი.

საათმა შეიძლება მზის გრადუსი შეცვალოს. ხანდახან სოლარული წერტილი, რომელიც ჩვენს მზეს უერთდება, დაბადების დღეს არ ემთხვევა. რადგან მზე არათანაბარი სისწრაფით მოძრაობს, ასე რომ არ იყოს, ნაკიანი წლები არ გვექნებოდა. ამ არათანაბრობის გამო შეიძლება უშუალოდ ჩვენს დაბადების დღეზე შეუერთდეს ეს მოძრავი ტრანზიტული წერტილი ჩვენს მზეს, შესაძლოა წინა, ან მომდევნო დღეს.

კარგია, თუ ზუსტად გეცოდინებათ, რომელ გრადუსზე ხართ დაბადებული. ამის გასარკვევად ასტროლოგს უნდა მიმართოთ. სწორად და სწორ დროს ჩაფიქრებული სურვილი აუცილებლად აგიხდებათ, თორემ ტორტს რომ შემოიტანენ, ის მომენტი შეიძლება არ დაემთხვეს.

სურვილები ისეთი პირადულია, მათი ხმამაღლა თქმა არასწორია. სურვილი ძირითადად ისაა, რასაც ნატრულობ. ნატვრა ყოველთვის ჩუმი და ხმადაბალია. სურვილის ჩაფიქრების პროცესი რა თქმა უნდა, შეიძლება საყვარელი ადამიანების გარემოცვაში მოხდეს, მაგრამ გულში“, – ამბობს ასტროლოგი.

primetime.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close