ნიუ-იორკის მეტროში, ბრუკლინის ერთ-ერთ სადგურში სროლის შედეგად, სულ მცირე, 13 ადამიანი დაშავდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას „ნიუ-იორკ თაიმსი“ ავრცელებს.
როგორც თვითმხილველები ამბობენ, სროლის შედეგად ერთ-ერთი დაშავებულის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა.
წინასწარი ინფორმაციით, სამართალდამცველები ეჭვმიტანილ მამაკაცს ეძებენ.
მედია იუწყება, რომ თვითმხილველთა განცხადებით, მას თავდასხმისას აირწინაღი ეკეთა და ნარინჯისფერი სამშენებლო ჟილეტი ეცვა.
დანარჩენ დაშავებულებს, სავარაუდოდ, დაკვამლიანების შედეგად ინტოქსიკაცია აქვთ მიღებული.
შემთხვევა ადგილობრივი დროით 08:30 საათზე მოხდა, პიკის საათის დროს.
მედიის ცნობით, პოლიციამ მეტროსადგურში დაკვამლიანების შესახებ შეტყობინებაც მიიღო. ადგილზე სამართალდამცველებმა კვამლის წარმომქმნელი კიდევ რამდენიმე მოწყობილობა აღმოაჩინეს, რომლებიც არ ამოქმედდა.
კომენტარები