უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მრჩეველი ალექსეი არესტოვიჩი მოსახლეობას და სამხედროებს მოუწოდებს, დათა თუთაშხიას ტაქტიკით იმოქმედონ და სარაკეტო თავდასხმის შემდეგ ერთი დღის განმავლობაში არ გაავრცელონ თავდასხმის შედეგის ამსახველი ფოტო ან ვიდეომასალა.
მისი თქმით, ამით რუსებს საქმე უადვილდებათ: „იყო ქართული ეპოსის ცნობილი ლიტერატურული გმირი, რომელიც წყეულ ცარიზმს უწევდა წინააღმდეგობას. მას დათა თუთაშხიას უწოდებდნენ. თავის დროზე იყო ფანტასტიკური სერიალი, ძველ, კარგ დროს. დათა თუთაშხიას ჰქონდა კონსპირაციის წესები და ის ასეთი იყო: თუ შეხვედრა დაგინიშნეს, ერთი დღით ადრე მიდი ან ერთი დღით გვიან და ყოველთვის გადარჩები ცოცხალი. სწორედ ეს წესი უნდა გამოვიყენოთ ჩვენს პოზიციებთან დაკავშირებით. მესმის, ყველას უნდა, დაუყოვნებლივ გადაიღოს ფოტო ან დაწეროს, რომ აი, ჩამოვარდა რაკეტა, დაიბომბა ესა თუ ის ადგილი, მაგრამ ამით თქვენ მოწინააღმდეგეს უმსუბუქებთ საქმეს“, – განაცხადა არესტოვიჩმა.
1tv.ge
კომენტარები