მსოფლიოპოლიტიკა

პოლონეთის პრეზიდენტის განცხადებით, პუტინის მიერ ქიმიური იარაღის გამოყენება ნატოს მწვანე შუქს მისცემს

პოლონეთის პრეზიდენტ ანჯეი დუდას თქმით, ნატო გადახედავს თავის პოზიციას კონფლიქტში ჩაურევლობასთან დაკავშირებით იმ შემთხვევაში, თუ რუსეთი ქიმიურ იარაღს გამოიყენებს. ამის შესახებ მან BBC-სთან ინტერვიუში განაცხადა.

დუდას ამ განცხადებამდე ცოტა ხნით ადრე რუსეთის მხრიდან ქიმიური თავდასხმის შესაძლებლობაზე ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა გააკეთა გაფრთხილება.

მისი თქმით, მოსკოვის განცხადება იმის შესახებ, თითქოს უკრაინაში მუშაობენ ლაბორატორიები ქიმიური და ბიოლოგიური იარაღის შესაქმნელად, შეიძლება იყოს რუსეთის მზადება ასეთი ნაბიჯის გადასადგმელად.

სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ კრემლი განაგრძობს მიზეზების გამოგონებას, რათა თავისი ქმედებები გაამართლოს და გააფრთხილა რუსული მხარე, რომ ქიმიური იარაღის გამოყენება ერთმნიშვნელოვნად შეფასდება, როგორც ომის დანაშაული.

პოლონეთის სახელმწიფოს მეთაურიც ფიქრობს, რომ რუსეთის ხელმძღვანელობა ასეთ ნაბიჯზე წამსვლელია.

„მე თუ მეკითხებით, შეუძლია თუ არა პუტინს ქიმიური იარაღის გამოყენება, მაშინ გეტყვით, რომ, ჩემი აზრით, პუტინს ყველაფრის გამოყენება შეუძლია, განსაკუთრებით როდესაც რთულ მდგომარეობაშია. მან  ეს ომი უკვე წააგო პოლიტიკური თვალსაზრისით და აშკარად ვერ იგებს სამხედრო თვალსაზრისითაც“, – განაცხადა ანჯეი დუდამ „ბიბისისთვის“ მიცემულ ინტერვიუში.

მისი თქმით, მასობრივი განადგურების იარაღის გამოყენება თამაშის წესებს შეცვლის ყველაფერში და ნატომ სერიოზულად უნდა იფიქროს, როგორ უპასუხოს.

„ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს და მის ლიდერებს აშშ-ის მეთაურობით მოუწევთ მოლაპარაკებების მაგიდასთან დაჯდომა და მათ მართლაც მოუწევთ სერიოზულად იფიქრონ, რა გააკეთონ“, – დასძინა პოლონეთის პრეზიდენტმა.

ნიკო აბაშიშვილი

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close